მთა საქართველოში, თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
მთაწმინდა, მთაწმინდის პლატო — მთა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენანაპირეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 719.8 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. უშუალოდ ეკვრის თბილისს და არსებითად შეადგენს ქალაქის განუყოფელ ნაწილს. მთაწმინდის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკმაოდ ვრცელ პლატოს.[1]
მთაწმინდა | |
---|---|
მთაწმინდა | |
კოორდინატები: 41°41′42″ ჩ. გ. 44°46′55″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 719.8 მ |
ქედი | მთაწმინდის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
„მთაწმინდამ“ სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის — ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას — დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს.[2]
XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო იოსებ სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.