მეშახტე — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტყიბულიდან. კლუბი არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980, 1981 წლებში.
მეშახტის წარმატება XX საუკუნის 60-80-იან წლებში უკავშირდებოდა იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ ქალაქს, ტყიბულს. მისი ქვანახშირის შახტებიც სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო და სწორედ აქედან ნაწილდებოდა თანხები სპორტის განვითარებაზეც, მათ შორის - ფეხბურთზეც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს დაფინანსება შეწყდა, ქალაქ ტყიბულსაც მძიმე პერიოდი დაუდგა და ფეხბურთისთვისაც აღარავის ეცალა.
მეშახტის წარმატება ასევე უკავშირდება 70-იან წლებში ქალაქის რაიკომის მდივანს კარლო ლომაძეს, რომლის ინიციატივითაც ქალაქში აშენდა იმ პერიოდისათვის საუკეთესო სტანდარტების სტადიონი.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ კლუბი მცირე ხნით გამოდიოდა „ოკრიბის“ სახელით, ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მეორე საფეხბურთო კლუბი „ცხრაჯვარი“.
1965-1967 წლებში გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
სამწვრთნელო შტაბი
შესაძლებლობა | სახელი |
---|---|
მთავარი მწვრთნელი | დავით რუხაძე |
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | დავით გვენეტაძე |
კლუბის ადმინისტრატორი | ავთანდილ აბულაძე |
კლუბიდ დირექტორი | როინ მდივანი |
კლუბის დირექტორის თანაშემწე | ნუგზარ შარაბიძე |
ტიტულები
- საქართველოს სსრ ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1980, 1981
- საქართველოს სსრ თასი
- ჩემპიონი: 1964, 1976
- პირველი ლიგა
- მეორე ადგილი: 2008
- მესამე ადგილი: 1991, 1994, 1995
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.