მეფისტოფელი (გერმ. mephistopheles) — ძველი გერმანული ლეგენდის მიხედვით: ბოროტი სული, დემონი (გამოყვანილია გოეთეს „ფაუსტსა“ და ბევრ სხვა ნაწარმოებში;[1] ცნობილია აგრეთვე როგორც მეფისტო) — პერსონაჟი, რომელიც განასახიერებს ბოროტების პრინციპს. პირველად გვხვდება ხალხურ წიგნში დოქტორ ფაუსტუსის შესახებ (1587); მეფისტოფელი ზოგან ეშმაკად გვევლინება, ზოგან – ეშმაკის ხელქვეით ბოროტ სულად. მეფისტოფელს მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა და მარადიულ ზოგად ტიპად აქცია გოეთეს ფაუსტმა.
სახელი მეფისტოფელი შესაძლოა ბერძნული, ან ძველი ებრაული წარმოშობისაა. ბიბლიაში არ ფიგურირებს. შესაძლოა პირველად გაჩნდა რენესანსის ეპოქაში. ამ დროიდან მოყოლებული მეფისტოფელი გამოიყენება როგორც სატანის ან ეშმაკის ალტერნატიული სახელი.
გარეგნულად მეფისტოფელს მკვეთრად გამოყოფილი იერი აქვს, რის გამოც არსებობს გამონათქვამი: „მეფისტოფელური გარეგნობა“, „მეფისტოფელური პროფილი“ და ა.შ. დამახასიათებელია მკვეთრი კონტური, წაწვეტილი ცხვირი, ღაწვი და სხვა.
ნემატოდების სახეობამ — Halicephalobus mephisto სახელწოდება მეფისტოფელიდან გამომდინარე მიიღო.
იხილეთ აგრეთვე
- იოჰან ფაუსტი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.