მეტეხის ამაღლების ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5 X 4 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილებში, კუთხეებსა და წირთხლებზე გამოყენებულია შირიმის ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებზეც მარტივი სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის წინ დგას მცირე ზომის ორმალიანი კანკელი. დარბაზი გადახურულია პილასტრებზე გადაყვანილი ცილინდრული კამარით, რომელსაც ორი შეკიდული საბჯენი თაღი აქვს. ეკლესიის ინტერიერი და კანკელი შელესილია. საკურთხევლის ბაქანი არ არის გამოყოფილი. იატაკი დატკეპნილი მიწისაა.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.