From Wikipedia, the free encyclopedia
მესიჰ-ფაშა (თურქ. Mesih Paşa; დ.? — გ. 1501, სტამბოლი) — ბიზანტიური წარმოშობის ოსმალი სახელმწიფო მოღვაწე, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის - კონსტანტინე XI პალეოლოგოსის ძმიშვილი. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1499-1501 წლებში და ოსმალეთის ფლოტის კაპუდან-ფაშა 1480-1491 წლებში.
მესიჰ-ფაშა | |
---|---|
Mesih Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1499 |
მმართ. დასასრული: | 1501 |
წინამორბედი: | ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰადიმ ალი-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის კაპუდან-ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1480 |
მმართ. დასასრული: | 1491 |
წინამორბედი: | გედიკ აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | გიუვეღი სინან-ფაშა |
სულთანი: | ბაიაზიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1501 |
დინასტია: | პალეოლოგოსები |
რელიგია: | ისლამი |
ეროვნება: | ბიზანტიელი ბერძენი |
მესიჰი და მისი უფროსი ძმა ხას მურადი, კონსტანტინოპოლის დაცემისას ტყვედ ჩავარდნენ. მესიჰი დაახლოებით 10 წლის იყო, როდესაც სასახლის მოსამსახურედ დააყენეს. მესიჰი პოლიტიკურ ასპარეზზე პირველად 1470 წელს ჩნდება, როდესაც იგი გალიპოლის სანჯაყ-ბეია.
მესიჰმა მიიღო მეოთხე ვეზირის წოდება ცენტრალურ მთავრობაში 1476 ან 1477 წელს, ხოლო 1480 წელს, მან მიიღო ბრძანება როდოსის დაპყრობის შესახებ. მისი მარცხი როდოსში ლაშქრობისას, იყო მისი ჩამოქვეითების მთავარი მიზეზი, მაგრამ მან შეინარჩუნა თავისი თანამდებობა გალიპოლში.
მეჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, წამყვანი ლიდერები დევშირმი მმართველები იყვნენ, ისინი ცდილობდნენ ტახტზე დაესვათ ბაიაზიდ II. იანიჩრების მხარდაჭერაზე დაყრდნობით, მთავარმა დევშირმმა მმართველმა, დიდმა ვეზირმა გედიკ აჰმედ-ფაშამ, კიდევ ერთხელ დაანახა ხალხს თავისი ძალა. პარალელურად მესიჰი ცდილობდა, რომ ბაიაზიდის ნდობა მოეპოვებინა. 1482 წლის ზაფხულში, ბაიაზიდმა გედიკ აჰმედ-ფაშა დააპატიმრა, რადგანაც იეჭვა, რომ იგი ბაიაზიდის ძმას, ჯემს უჭერდა მხარს. საპასუხოდ, განრისხებული იანიჩრები შეიჭრნენ ციხესიმაგრეში, ხოლო მესიჰი მოსალაპარაკებლად წავიდა. იგი მოელაპარაკა დამხვდურთ. მათი განხილვის თემა იყო ის, რომ მხოლოდ დევშირმებს შეეძლოთ ვეზირობა.
მესიჰი მალე დაწინაურდა და მეორე ვეზირის წოდება მიიღო ვეზირ ქოჯა დავუდ-ფაშას მთავრობაში. უცნობი მიზეზების გამო, 1485 წლის იანვარში, მესიჰს უკვე აღარ სცემდნენ პატივს და იწუნებდნენ, რამაც ისევ განაპირობა მისი ჩამოქვეითება. შემდეგ იგი კაფაში გააგზავნეს, სადაც იგი სავარაუდოდ 1489 წლამდე დარჩა. 1497 წელს ის გახდა აკერმანის სანჯაყ-ბეი. 1499 წელს დაიკავა დიდი ვეზირის ტანამდებობა. 1501 წლის გაზაფხულზე მესიჰმა დატოვა კონსტანტინოპოლი, იმ მიზნით, რომ აღეკვეთა ვარშაქის ტომის მიერ მოწყობილი აჯანყება ანატოლიაში, რომელიც მხარს უჭერდა ქარამანიდების პრეტენდენტს - მუსტაფას. 1501 წლის ნოემბერში გალათაში, მესიჰი დაშავდა და ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.