მეოთხეული გეოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მეოთხეული გეოლოგია — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მეოთხეულ სისტემას (პერიოდს). მეოთხეული გეოლოგიის გამოყოფა ცალკე დარგად განპირობებულია ამ სისტემის ნალექების ხასიათით, რაც განსაზღვრავს კვლევის მეთოდების თავისებურებებს. მეოთხეულ სისტემაში გაბატონებულია კონტინენტური წარმოშობის ნალექები: მყინვარული (მორენები და სხვ.), მყინვარულ-მდინარეული, მდინარეული, ტბიური, ეოლური და სხვ.; ზღვის სანაპიროებზე გვხვდება ზღვიური ნალექებიც. ლოკალურად (მაგ., კავკასიაში) დიდი მნიშვნელობა აქვს ვულკანურ წარმონაქმნებს.
მეოთხეული წარმონაქმნები მჭიდრო კავშირშია თანამედროვე რელიეფის განვითარებასთან და ხშირად ქმნის მის გარკვეულ ელემენტებს ან ლანდშაფტებს: მაგ., მორენული ლანდშაფტი, ალუვიური ვაკეები, ბარხანები და სხვ. ამის გამო მეოთხეული გეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოგრაფიულ დისციპლინებთან, განსაკუთრებით გეომორფოლოგიასთან.
მეოთხეული პერიოდის ცოცხალი ბუნების თავისებურებები მეოთხეულ გეოლოგიას აკავშირებს ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, ანთროპოლოგიასა და არქეოლოგიასთან. მეოთხეულ ნალექებში პალეონტოლოგიური ნიშნების სიღარიბე ზღუდავს მეოთხეულ გეოლოგიაში პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენებას, გამონაკლისია პალინოლოგიური მეთოდი, რომელიც კარგ მასალას გვაწვდის მეოთხეულ პერიოდში მცენარეული საფრისა და ჰავის ცვალებადობის შესახებ, აგრეთვე შედარებით დიდ სივრცეებზე ნალექების კორელაციისათვის.
მეოთხეული გეოლოგიის კვლევაში დიდი მნიშვნელობა ქვს არქეოლოგიურ მეთოდსაც, რადგან ნალექებში გვხვდება ადამიანის მატერიალური კულტურის ნაშთები, რომელიც სწრაფ ევოლუციას განიცდიდა. წყებების შეფარდებითი ასაკის დათარიღების, ნალექების კორელაციისა და ტექტონიკური მოძრაობების დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გეომორფოლოგიურ მეთოდს. იყენებენ აგრეთვე ტრადიციული სტრატიგრაფიულ ლითო-ფაციესურ, რადიოლოგიურსა და შედარებით ახალ, პალეომაგნიტურ მეთოდებს. მეოთხეული გეოლოგიის უმთავრეს სამეცნიერო პრობლემას გამყინვარებათა მიზეზების კვლევა წარმოადგენს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.