From Wikipedia, the free encyclopedia
მბომუ ან ბომუ (ფრანგ. Mbomou, Bomu) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში.
მბომუ ფრანგ. Mbomou, Bomu | |
---|---|
ქვეყანა |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სათავე | 5°01′49″ ჩ. გ. 27°26′28″ ა. გ. |
შესართავი |
უბანგი 4°07′30″ ჩ. გ. 22°26′10″ ა. გ. |
სიგრძე | 800 კმ |
აუზის ფართობი | 120 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
მბომუ ვიკისაწყობში |
მდინარე მბომუს სიგრძეა — 800 კმ. მდინარის აუზის ფართობია — 120 ათასი კმ². ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მას ჰქვია „მბომუ“, ხოლო — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „ბომუ“.
მდინარე მბომუ თავისი დინების დიდ ნაწილზე სახელმწიფო საზღვარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან მდინარე მბომუს მარჯვენა შენაკადებია მდინარეები: შინკო, უარა, კერე, მბოკუ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან მარცხენა შენაკადია — მდინარე ასა. ქალაქ კამბას რაიონში მდინარე მბომუს მდინარე უელესთან შეერთების ადგილას წარმოიქმნება მდინარე უბანგი, მდინარე კონგოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი შენაკადი. მდინარის სახელი ჰქვია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ორ პრეფექტურას — მბომუს და ზემო მბომუს. მდინარეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ესაზღვრება 2 ვრცელი ბუნებისდამცავი რეზერვატი დასავლეთი ბომუ და აღმოსავლეთი ბომუ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.