From Wikipedia, the free encyclopedia
მაღრანდვალეთი, ისტორიული მხარე — თემი აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ლიახვის სათავეებში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელ ჯავის მუნიციპალიტეტის ედისის ტერიტორიას. ცენტრი ედისა (შუა ფეოდალური ხანა).
სახელწოდება მაღრანდვალეთი პირველად გვხვდება XIV საუკუნეში („ძეგლი ერისთავთა“). ნაწარმოების სიტყვა მაღნარიდან (ტყიანი) და მხარის სახელწოდება დვალეთიდან. გვიანდელი შუა საუკუნეებში მაღრანდვალეთი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, მაღრანდვალეთი ქსნის ერისთავთა მამული იყო. მაღრანდვალეთის ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ე. წ. ცარციათების ნაქალაქარი სოფ. ედისის მახლობლად, „ზილდი მასიგ“ (უბნის კოშკი), ზურგიანი კოშკები გალუანთასა და ედისაში. მაღრანდვალეთის უძველესი მოსახლეობა ქართული და დვალური იყო. გვიანდელი შუა საუკუნეებში აქ კომპაქტურად დასახლდნენ ოსი მოახალშენეები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.