From Wikipedia, the free encyclopedia
მაქს ჟაკობი (დ. 12 ივლისი, 1876, კემპერი, ფინისტერის დეპარტამენტი — გ. 5 მარტი, 1944, დრანსის საკონცენტრაციო ბანაკი) — ფრანგი მწერალი და მხატვარი.
წარმოშობით ებრაელი; 1915 წელს კათოლიკე გახდა. მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, გიიომ აპოლინერთან, ჟორჟ ბრაკთან. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა საბავშვო ზღაპრებით "მეფე კაბული და პაწაწა გოვენი" (1902), "მზიური გოლიათი" (1904). ჟაკობის ესთეტიკური შეხედულებები წარმოდგენილია მის წიგნში "პოეტური ხელოვნება" (1922), რომრლშიც იგი ირაციონალიზმის პოზიციებზე დგას, უარყოფს სიუჟეტს. თავის ლექსებსა და პროზაულ ნაწარმოებებში ჟაკობი მიმართავს ფანტასტიკურ ბუნდოვან მითოლოგიურ სახეებს, ალიტერაციას, კალამბურს. მეტად ტიპობრივია რომანები: "ფილიბიუთი ანუ ოქროს საათი" (1923), ჟანრობრივად ძნელად განსასაზღვრავია ნაწარმოებები: "წმინდა მატორელი" (1909), "ძმა მატორელის ბურლესკური და მისტიკური ნაწარმოებები" (1911), "ტარტიუფის დაცვა..." (1919) და სხვა, რომლებშიც მწერალი უგულებელყოფს როგორც ფრანგული სტილისტიკის ნორმებს, ისე ვერსიფიკაციის კანონებს. ჟაკობის სიკვდილის შემდეგ პიკასომ დააარსა "მაკ ჟაკობის" საზოგადოება, რომელიც აწესებს ჯილდოებს საუკეთესო ლექსებისათვის და აქვეყნებს მის ნაწარმოებებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.