From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინ ბუბერი (ებრ. מרטין בובר, გერმ. Martin Buber; 8 თებერვალი, 1878, ვენა, ავსტრია − 13 ივნისი 1965, იერუსალიმი, ისრაელი) — ავსტრიელ-ებრაელი ეგზისტენციალური ფილოსოფოსი, სიონიზმის თეორიტიკოსი.
დაიბადა 1878 წლის 8 თებერვალს ავსტრიის ქალაქ ვენაში. ახალგაზრდობა გაატარა ლემბერგში (ამჟამად ლვოვი). განათლება აქვს მიიღებული ვენის უნივერსიტეტში, ასევე ბერლინის, ციურიხისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1911 წელს გამოდიოდა ლექციებით ბერლინში, ექსპრესიონისტულ „ახალ კლუბში“. 1924-1933 წლებში — იუდაიზმის ფილოსოფიისა და ეთიკის პროფესორი მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 1933 წელს გერმანიიდან შვეიცარიაში გადასახლდა, ხოლო 1938 წელს პალესტინაში, სადაც 1951 წლამდე იყო იერუსალიმის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, 1960-1962 წლებში ისრაელის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი.
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
მარტინ ბუბერი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.