მარკუს რაშფორდი

From Wikipedia, the free encyclopedia

მარკუს რაშფორდი

მარკუს რაშფორდი (ინგლ. Marcus Rashford; დ. 31 ოქტომბერი, 1997) — ინგლისელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელად თამაშობს.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
მარკუს რაშფორდი
Thumb
მარკუს რაშფორდი 2017 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარკუს რაშფორდი[1]
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 1997 (1997-10-31) (27 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
მანჩესტერი, ინგლისი
სიმაღლე 180 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2003-2005 ფლეჩერ მოს რეინჯერსი
2005-2015 მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015- მანჩესტერ იუნაიტედი 149 (46)
ეროვნული ნაკრები
2012 ინგლისი 16 წლ. 2 (0)
2014 ინგლისი 18 წლ. 2 (0)
2016 ინგლისი 20 წლ. 2 (0)
2016 ინგლისი 21 წლ. 1 (3)
2016- ინგლისი 40 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 სექტემბერი, 2020
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2019
დახურვა

ის არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი შვიდი წლიდან. მან ორ-ორი გოლი გაიტანა პირველ გუნდში გამართულ ორივე სადებიუტო შეხვედრაში: უეფას ევროპის ლიგაზე 2016 წლის თებერვალში „მიდტიულანის“ წინააღმდეგ და სამი დღის შემდეგ „არსენალის“ წინააღმდეგ - პრემიერ ლიგაში. მან, ასევე, გაიტანა თავის პირველ მანჩესტერულ დერბიში, ინგლისის ლიგის თასის პირველ მატჩში და უეფას ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში. იუნაიტედთან ერთად, რაშფორდს ამ მომენტისთვის მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და უეფას ევროპის ლიგა.

რაშფორდმა გოლის გატანა მოახერხა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში 2016 წლის მაისში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშე, რომელმაც გოლის გატანა შეძლო თავის პირველ საერთაშორისო მატჩში. მან ითამაშა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და იყო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მას, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის მსოფლიო თასზე.

მიღწევები

საკლუბო

მანჩესტერ იუნაიტედი

სანაკრებო

ინგლისის დროშა ინგლისი:

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.