From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ნაუმოვა (ლატვ. Marija Naumova; დ. 23 ივნისი 1973, ლატვია) — ლატვიელი მომღერალი, რომლის სასცენო სახელია Marie N. 2002 წელს მან ლატვია გამარჯვება მოუტანა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით „I Wanna“.
მარია ნაუმოვა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მარია ნაუმოვა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Marie N |
დაბ. თარიღი | 23 ივნისი, 1973 |
დაბ. ადგილი | რიგა[1] |
წარმოშობა | რიგა, ლატვია |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, ჯაზი |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
აქტიური | 1995 – დღემდე |
საიტი | MarieN.lv/ |
მარია ნაუმოვა ვიკისაწყობში |
მარია აღმოაჩინა ცნობილმა ლატვიელმა მუსიკოსმა რაიმონდ პაულსმა 1994 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში. მარიას არ გაუმარჯვია, მაგრამ მან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
ნაუმოვას პირველი სოლო ალბომი, რომელიც მთლიანად რუსულენოვანი იყო, გაყიდვაში გამოვიდა 1999 წელს. მომდევნო წელს კი მარიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესარჩევ ტურში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა — მეორე ადგილზე გავიდა. 2001 წელს მან კიდევ მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის ნაციონალურ ფინალში სიმღერით „Hey Boy Follow Me“, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო მაყურებლებისაგან, მაგრამ ჟიურიმ ის არ აირჩია. ნაუმოვა იძულებული გახდა ერთი წელი დაეცადა, სანამ ის აირჩიეს ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2002-ზე ლატვიის წარმომადგენლად სიმღერით „I Wanna“, რომელიც მისივე დაწერილი იყო.
ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2002-ზე მარიამ პირველი ადგილი დაიკავა და ლატვიას ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუპოვა.
2002 წლის ნოემბერში ნაუმოვამ ორი ახალი ალბომი გამოუშვა: ინგლისური და ლატვიური.
მარია ნაუმოვა იყო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი 2003 წელს რენარდ კაუპერსთან ერთად (ლატვიერი ჯგუპის Brainstorm-ის წევრი).
დეკემბერში მარიას ბოლო ალბომი „On My Own“ გამოვიდა, რომელშიც შედიოდა სიმღერები ლატვიურ, ფრანგულ, ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.