მარზუკი (არაბ. مرزق) — ქალაქი-ოაზისი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში, ფეცანის რეგიონში, მარზუკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] მდებარეობს მარზუკის უდაბნოს ჩრდილოეთ კიდეზე, რომელიც თავის მხრივ საჰარის უდაბნოს მიეკუთვნება.
ქალაქი | |
---|---|
მარზუკი არაბ. مرزق | |
ოსმალთა დროის ციხესიმაგრე მარზუკში | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ფეცანი |
რაიონი | მარზუკი |
კოორდინატები | 25°54′00″ ჩ. გ. 13°54′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 453 მ |
მოსახლეობა | 12 746 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
მარზუკი ოაზისის გარშემო განვითარდა, რომელიც გაჩერება იყო საჰარაში ჩრდილოეთი-სამხრეთისკენ გამავალ სავაჭრო გზებზე. 1310 წელს ის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო (ამჟამად ნანგრევებია), ოსმალეთის იმპერიის დროს კი ფეცანის დედაქალაქი, რომელიც ექვსასი წლის მანძილზე ყვაოდა. ქალაქის ციხესიმაგრეს ხშირად „საჰარის პარიზსაც“ უწოდებდნენ.[2] 1578 წელს ის ოსმალებმა აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალები აქ ხშირად აყენებდნენ გარნიზონს,[3] კონტროლს მაინც ფეცანის სულთანი ინარჩუნებდა.[4]
XIX საუკუნის ადრეულ წლებში, მარზუკი ერთგვარი გამსვლელი წერტილი იყო, საიდანაც ბრიტანული ექსპედიციები ჩადის ტბასა და ლეგენდარულ ტომბუქტუს ეძებდნენ.
1912 წელს ფეცანი და დანარჩენი ლიბიის ტერიტორიები ომში ოსმალებმა იტალიელებს დაუთმეს, რომლებმაც კოლონია იტალიის ლიბია შექმენს. იტალელებმა მარზუკის აღება 1914 წლამდე ვერ შესძლეს. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გამოჩენასთან ერთად ქალაქი დასუსტდა. 1960 წელს მისი მოსახლეობა მხოლოდ 7 000 ადამიანს ითვლიდა.[1]
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.