Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მანსურ ალი (ბენგ. মোঃ মনসুর আলী; დ. 16 იანვარი, 1919, კურიპარა — გ. 3 ნოემბერი ,1975, დაკა, ბანგლადეში) — პაკისტანისა და ბანგლადეშის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ავამი ლიგის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (1975). მუჯიბურ რაჰმანის თანამებრძოლი.
მანსურ ალი | |
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი – 15 აგვისტო, 1975 | |
წინამორბედი | მუჯიბურ რაჰმანი |
მემკვიდრე | მაშიურ რაჰმანი |
დაბადებული | 16 იანვარი, 1919 კურიპარა, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 3 ნოემბერი, 1975 (56 წლის) დაკა, ბანგლადეში |
პოლიტიკური პარტია | ავამი ლიგა |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
დაიბადა 1919 წლის 16 იანვარს ბენგალის (ამჟამად ბანგლადეში) პროვინციის სოფელ კურიპარაში. სწავლა გააგრძელა კალკუტის ისლამურ კოლეჯში. შემდეგ გახდა ალიგარხის მუსულმანური უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი. ამ პერიოდში იგი გახდა მუსულმანური ლიგის წევრი, რომელიც მხარს უჭერდა ინდოეთისაგან პალკისტანის გამოყოფას. იყო პაბნის მუსულმანური ლიგის ვიცე პრეზიდენტი (1946–1950). 1947 წელს პაკისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მსახურობდა პაკისტანის არმიაში, ჰქონდა კაპიტნის წოდება. ამის შემდეგ ცნობილი იყო როგორც „კაპიტანი მანსური“.
1951 წელს მუშაობა დაიწყო პაბნის რაიონულ სასამართლოში და შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას ავამი ლიგა. მალევე სათავეში ჩაუდგა პარტიის საქალაქო განყოფილებას. მომდევნო წელს დააპატიმრეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის.
1954 წელს აირჩიეს აღმოსავლეთი პაკისტანის პროვინციული ასამბელის წევრად. შემდეგ მანსურ ალის ეკავა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინსიტრის თანამდებობა კოლაიციურ მთავრობაში. 1958 წელს გენერალ მუჰამად აიუბ-ხანის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იგი კვლავ დაპატიმრეს „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ კანონის შესაბამისად და პატიმრობაში იყო 1959 წლამდე.
იყო „ექვსი პუნქტის მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური აქტივისტი, რომლის მიმდევრებიც ითხოვდნენ რეგიონალური ავტონომიის დამყარებას და ეწინააღმდეგებოდნენ სამხედრო რეჟიმს პაკისტანში, რისთვისაც სამხედროებმა კვლავ დაპატიმრეს.
მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ იატაკქვეშეთში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. დევნილობაში მყოფ მთავრობაში ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. ბანგლადეშის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკავა კავშირის, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1973 წელს ავამი ლიგის რიგებიდან აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად. აქტიურად შეუწყო ხელი მუჯიბურ რაჰმანს დაემყარებინა ერთპარტიული რეჟიმი.
1975 წლის 15 აგვისტოს მუჯიბურ რაჰმანისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის შემდეგ მანსურ ალი და კიდევ სამი მისი მოკავშირე: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საიდ ნაზრულ ისლამი, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ტაჯუდინ აჰმედი, მრეწველობის ყოფილი მინისტრი ა. ხ. მ. კამარუზამანი 23 აგვისტოს დაპატიმრეს და გადაიყვანეს ციხეში. 1975 წლის 3 ნოემბერს აღნიშნული პირები დახვრიტეს ციხეში.
მისი ცოლი იყო ბეგუმ ამინა, რომელიც რანგპურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ქალიშვილი იყო. ჰყავდათ ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მისი უფროსი ვაჟიშვილი ადვოკატად მუშაობს ბანგლადეშში. მისი მეორე ვაჟი მოჰამად ნასიმი იყო პარლამენტის წევრი და ავამი ლიგიოს მთავრობაში ტელეკომუნიკაციების მინისტრი 1996–2001 წლებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.