From Wikipedia, the free encyclopedia
ავამი ლიგა (ბენგ. বাংলাদেশ আওয়ামী লীগ — ბანგლადეშის სახალხო ლიგა) — ბანგლადეშის მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია. დაარსდა აღმოსავლეთ პაკისტანში 1949 წელს.[1][2]
ავამი ლიგა | |
---|---|
ბენგ. বাংলাদেশ আওয়ামী লীগ | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | შეიხ ჰასინა |
ისტორია | |
დამფუძნებელი | ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი |
დაფუძნდა | 23 ივნისი 1949 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
მემარცხენე ცენტრიზმი ცენტრიზმი სოციალიზმი სეკულარიზმი ბენგალური ნაციონალიზმი ლიბერალიზმი სოციალ-ლიბერალიზმი ეკონომიკური ლიბერალიზმი |
ახალგაზრდული ფრთა | ლიგა ჯუბო |
შტაბ-ბინა | ბანგლადეში, დაკა |
http://www.albd.org/ |
ავამი ლიგის დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბენგალელი ნაციონალისტები მოულანა აბდულ ჰამიდ ხან ბაშანი და შამსულ ჰუქი. ლიგას მოგვიანებით შეუერთდა ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი (პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი 1956-1957 წლებში). ავამი ლიგა ჩამოყალიბდა დაკაში მუსლიმთა სახალხო ლიგის სახელწოდებით, როგორც ბენგალური ალტერნატივა დასავლეთ პაკისტანში დომინანტური მუსლიმური ლიგისა, რომელიც დისკრიმინაციას უწევდა აღმოსავლეთ პაკისტანის მოსახლეობას.[3]
პარტიამ სწრაფად მოიპოვა დიდი სახალხო მხარდაჭერა აღმოსავლეთ პაკისტანში ბენგალური ენის სტატუსისადმი წარმოებული კამპანიით. 1953 წელს პარტიის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა "მუსლიმი", რათა არ დაეფრთხოთ ინდუსი მოსახლეობა. 1954 წელს ავამის ლიგის გაერთიანებულმა ფრონტმა, ორ სხვა სოციალისტურ და ერთ მუსლიმურ პარტიასთან ერთად, დიდი გამარჯვება მოიპოვა პროვინციული საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებში.[4]
მემარჯვენე ფრთა, რომელიც ავამის ლიგის სათავეში იყო, შევიდა მთავრობის შემადგენლობაში, ჯერ აღმოსავლეთ პაკისტანში, ხოლო 1956 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მისმა პოლიტიკამ არ დააკმაყოფილა პარტიაში მემარცხენე და დემოკრატიული ელემენტები და 1957 წელს მათ ჩამოაყალიბეს ეროვნული სახალხო პარტია ("ეროვნული ავამის ლიგა") აღმოსავლეთ ბენგალის სულიერი ლიდერის აბდულ ჰამიდ ბ(ჰ)აშანის ხელმძღვანელობით. სუჰრავარდი მალევე გადადგა ცენტრალური მთავრობის მეთაურის პოსტიდან, თუმცა აღმოსავლეთ პაკისტანში ავამი ლიგა დარჩა მმართველ პარტიად 1958 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებამდე, როდესაც ის, სხვა პარტიებთან ერთად, სამხედრო დიქტატურამ აკრძალა. ავამი ლიგამ განაახლა თავისი საქმიანობა 1962 წელს, პარტიების აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გამოეხმაურა მუჰამედ აიუბ ხანის რეჟიმის წინააღმდეგ.
საბოლოოდ, ავამი ლიგა სათავეში ჩაუდგა ბენგალელთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მუჯიბურ რაჰმანის ხელმძღვანელობით ავამი ლიგამ მოიგო ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის. ბანგლადეშის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ავამი ლიგამ მოიგო პირველი საერთო არჩევნები 1973 წელს.[5]
1975 წლის ივნისში ავამი ლიგა გაერთიანდა ერთ პარტიად კომუნისტურ და სახალხო პარტიებთან და ეწოდა ბასკალი (ბანგლადეშის კრიშაკ სრამიკ ავამი ლიგა). მისი საბოლოო მიზანი იყო ქვეყანაში სოციალისტური წყობის აშენება. 1975 წლის აგვისტოში მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ ის ფაქტობრივად დაიშალა. ავამი ლიგის წევრების მიმართ რეპრესიები გატარდა. პარტიის ბევრი ლიდერი დახვრიტეს ან ციხეში ჩააგდეს. 1990 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, ავამი ლიგა კვლავ გახდა ბანგლადეშის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.[6]
1981 წლიდან პარტიის მეთაურია შეიხა ჰასინა ვაზედი, პრემიერ მინისტრი 1996-2001 წლებში და 2009 წლიდან. იგი ა ხელისუფლებაში დაბრუნდა 2008 წლის არჩევნების შემდეგ დიდი ალიანსის სათავეში, რომელშიც ასევე შედიოდნენ კონსერვატიული ნაციონალისტური პარტია ჯატია, ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ბანგლადეშის მაოისტური მუშათა პარტია და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.[7][8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.