From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა განსაკუთრებით მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 850 მეტრია. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80% შედგება მთებისა და ბორცვებისგან. მთები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: შარის მთების ქედი, რომელიც გრძელდება დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედამდე (ასევე ცნობილია, როგორც დინარის მთიანეთი) და ოსოგოვო-ბელასიცის ქედი (ასევე ცნობილია, როგორც როდოპები). შარის მთები და დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედი წარმოადგენს გაგრძელებას დინარის მთიანეთსა და პინდოსის მთებს შორის, ხოლო ოსოგოვო-ბელასიცის ქედი არის რილა-როდოპების მთიანი მასივის გაგრძელება.
შარის მთების ქედი:
დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედი:
ოსოგოვო-ბელასიცის ქედი:
ოსოგოვო-ბელასიცის ჯგუფის მთები უფრო ძველი მთებია. ისინი განლაგებულია ჩრდილოეთ მაკედონიის აღმოსავლეთ ნაწილში. შარის მთების ჯგუფის მთები უფრო ახალგაზრდაა და ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებშია მოქცეული. ისინი იყოფა 3 ქვეჯგუფად: ვარდარის მდინარის მიმდებარე რაიონი, პელაგონიის ველის მიმდებარე რაიონი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი რაიონი.
მაკედონიის რესპუბლიკაში არის სამი ეროვნული პარკი: პელისტერის, მავროვოსა და გალიჩიცის ეროვნული პარკები.
ქვემოთ მოცემულია ჩრდილოეთ მაკედონიის უმნიშვნელოვანესი მთების სია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.