From Wikipedia, the free encyclopedia
პელაგონია (ბერძ. Πελαγονία; მაკედ. Пелагонија; ასევე პრილეპის-ბიტოლის-ლერინის ველი, ზოგჯერ უბრალოდ ველი) — ყველაზე დიდი ქვაბული მაკედონიის გეოგრაფიულ რეგიონში, რომელიც გაყოფილია მაკედონიასა (ჩრდილოეთი ნაწილი) და საბერძნეთს შორის (სამხრეთი).
პელაგონიის სახელწოდება გაჩნდა ანტიკურ ეპოქაში და აერთიანებს სამ ველს: პრილეპისა და ბიტოლის მაკედონიაში და ლერინის საბერძნეთში.
ქვაბულს ოვალური ფორმა აქვს და გადაჭიმულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით.
რეგიონის მთავარი წყლის არტერია — მდინარე ცრნა.
პრილეპისა და ბიტოლის ველები სამხრეთითაა დახრილი, ხოლო ლერინის — ჩრდილოეთით.
ოლქმა სახელწოდება მისცა ღვთისმშობლის ხატს — პელაგონიტისას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.