მაიკლ მური

From Wikipedia, the free encyclopedia

მაიკლ მური

მაიკლ ფრენსის მური (ინგლ. Michael Francis Moore; დ. 23 აპრილი, 1954) — ამერიკელი კინოდოკუმენტალისტი.[1] მური არის რეჟისორი და პროდიუსერი ფილმისა „ფარენჰაიტი 9/11“ (2004), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ უოლკერ ბუშს და მის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციებს კრიტიკულად თვალით დანახულს წარმოაჩენს. ფილმი გახდა ამერიკაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი დოკუმენტური ფილმი და მოიგო ოქროს პალმის რტო.[2] მისი ფილმი „ბოულინგი კოლუმბინასთვის“ (2002), რომელიც 1999 წლის 20 აპრილს Columbine High School-ში დატრიალებულ ხოცვა-ჟლეტას იკვლევს, მიიღო ოსკარი.

სწრაფი ფაქტები მაიკლ მური, დაბადების თარიღი ...
მაიკლ მური
Thumb
მაიკლ მური
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1954 (1954-04-23) (70 წლის)
ფლინტი, მიჩიგანი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, ავტორი, პოლიტიკური აქტივისტი, მსახიობი.
დახურვა

მისი ორი ფილმი, „ფარენჰაიტი 9/11“ და „ჯანდაცვა“ (2007), რომელიც იკვლევს ჯანდაცვის სისტემას და მის მდგომარეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ტოპ 10 ყველაზე შემოსავლიან დოკუმენტურ ფილმებს შორის.[2] 2008 წლის სექტემბერში, მურმა ინტერნეტში განათავსა მისი პირველი უფასო ფილმი „Slacker Uprising“.[3] მან ასევე, დაწერა და ითამაშა სატელევიზიო შოუში TV Nation, სატირულ სატელევიზიო სერიალში და სატირულ შოუში The Awful Truth.

მისი პუბლიკაციები და კინემატოგრაფიული ნამუშევრები აკრიტიკებენ გლობალიზაციას, აშშ-ის მიერ იარაღის წარმოებას, აშშ-ის პრეზიდენტებს ბილ კლინტონს[4] და ჯორჯ უოლკერ ბუშს, სამხედრო ოპერაციებს ერაყში, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას და კაპიტალიზმს.

2005 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ მური შეიყვანა მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის.[5]

ბიოგრაფია

მაიკლ მური დაიბადა მიჩიგანის შტატში, ქალაქ ფლინტის გარეუბანში. დედამისი ჰელენ ვერონიკა მუშაობდა მდივნად[6], მამამისი ფრენსის რიჩარდ „ფრენკ“ მური კი, საავტომობილო ქარხნის მუშა იყო.[7][8][9][10] ამ დროისთვის ფლინტში გაჩნდა უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაციის „General Motors“-ის ქარხნები, სადაც მისი მშობლები და ბაბუა მუშაობდა. მისი ბიძა LaVerne იყო United Automobile Workers-ის მუშათა გაერთიანების დამფუძნებელი და მონაწილეობდა 1936–1937 წლებში „General Motors“-ის წინააღმდეგ მიმართულ გაფიცვაში.[11]

მაიკლ მურს აქვს ირლანდიური, შოტლანდიური და ინგლისური წარმომავლობა.[12][13] იგი გაიზარდა როგორც კათოლიკე.[14]

მურს აქვს გადაღებული რამდენიმე მუსიკალური ვიდეო, მათ შორის, „Rage Against the Machine“-ის ორ სიმღერაზე: „Sleep Now in the Fire“ და „Testify-ზე“. ვიდეოში „Sleep Now in the Fire“, მიუხედავად ნიუ-იორკის მერიის ნებართვისა, მურს აკავებს პოლიცია იმ დროს როცა ჯგუფი ღია ცისქვეშ, უოლ-სტრიტზე უკრავს Sleep Now in the Fire-ს. კადრები შესულია ფილმში — „უოლ-სტრიტი“.[15]

მური, ასევე, ავტორია ჯგუფ R.E.M.-ის 2001 წელს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეოს და System of a Down-ის — „Boom!“-ის.

მური დაქორწინდა ფილმის პროდიუსერ კეთლინ გლინზე 1991 წლის 19 ოქტომბერს, რომელსაც საბოლოოდ 2014 წლის 22 ივლისს გაშორდა.[16] [17]

მური არის კათოლიკე,[18][19] მიუხედავად ამისა, ის არ ეთანხმება ეკლესიის აზრს აბორტის[20] და ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებასთან დაკავშირებით.[21]

2016 წლის თებერვალში მური მოათავსეს საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით.[22]

ნამუშევრები

ბიბლიოგრაფია

  • Moore, Michael (1996). Downsize This! Random Threats from an Unarmed American. New York: HarperPerennial. ISBN 0-06-097733-7.
  • Moore, Michael (1998). Adventures in a TV Nation. New York: HarperPerennial. ISBN 0-06-098809-6.
  • Moore, Michael (2002). Stupid White Men ...and Other Sorry Excuses for the State of the Nation!. New York: Regan Books. ISBN 0-06-039245-2.
  • Moore, Michael (2003). Dude, Where's My Country?. New York: Warner Books. ISBN 0-446-53223-1.
  • Moore, Michael (2004). Will They Ever Trust Us Again?. New York: Simon & Schuster. ISBN 0-7432-7152-1.
  • Moore, Michael (2004). The Official Fahrenheit 9/11 Reader. New York: Simon & Schuster. ISBN 0-7432-7292-7.
  • Moore, Michael (2008). Mike's Election Guide 2008. New York: Grand Central Publishing. ISBN 0-446-54627-5.
  • Moore, Michael (2011). Here Comes Trouble: Stories from My Life. New York: Grand Central Publishing. ISBN 0-446-53224-X.

ფილმოგრაფია

დოკუმენტური ფილმი
  • Roger & Me (1989)
  • Pets or Meat: The Return to Flint (1992)
  • The Big One (1997)
  • And Justice for All (1998)
  • Bowling for Columbine (2002)
  • Fahrenheit 9/11 (2004)
  • Sicko (2007)
  • Slacker Uprising (2008 - რედაქტირებული ვერსია კაპიტანი მაიკ მთელს ამერიკაში, რომელიც მან გამოუშვა 2007 წელს)
  • Capitalism: A Love Story (2009)
  • სად უნდა დაესხას შემდეგი (2015)
თხრობითი ფილმი
  • Canadian Bacon (1995)
როგორც მსახიობი
  • EDtv (1999)
  • იღბლიანი ციფრები (2000) (როგორც მსახიობი)
  • The Party's Over (2001) (დოკუმენტური ინტერვიუ)
  • კორპორაცია (2003) (დოკუმენტური ინტერვიუ)
  • The Simpsons ep. The President Wore Pearls (2003) (Guest star)

ტელესერიალები

  • TV Nation (1994)
  • საშინელი სიმართლე (1999)
  • Michael Moore Live (1999)

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.