მაიარი (ესპ. Mayarí) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში.

სწრაფი ფაქტები მუნიციპალიტეტი, ქვეყანა ...
დახურვა

ქალაქი სათავეს იღებს 1757 წლიდან, როდესაც მის ამჟამინდელ ტერიტორიაზე პირველი ფერმები დაარსდა. 1879 წლის 19 იანვარს ქალაქი მუნიციპალური ცენტრი გახდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს სიერა-კრისტალის ეროვნული პარკის (ესპ. Parque Nacional Sierra Cristal) გარკვეული ნაწილი, დანარჩენი კი მეზობელ საგუა-დე-ტანამოს მუნიციპალიტეტში. სხვა ატრაქციებს შორისაა კაიო-საეტია — რომელიც მაიარის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ქალაქის სახელი ფიგურირებს 1940-ანი წლების სიმღერაში „Voy para Mayari“.

დემოგრაფია

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 105 505 ადამიანს შეადგენდა.[1] 1 307 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 80,7 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.