გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე From Wikipedia, the free encyclopedia
მათიას იაკობ შლაიდენი (გერმ. Matthias Jacob Schleiden; დ. 5 აპრილი, 1804 — გ. 23 ივნისი, 1881) — გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თავისი დროის ბოტანიკის რეფორმატორი. მკაცრად გააკრიტიკა ბოტანიკაში იმ დროს გაბატონებული ნატურფილოსოფიური და ვიწრო-სისტემატიკური მიმართულებები. შლაიდენის ძირითადი ნაშრომები ეხება მცენარეთა ანატომიასა და ემბრიოლოგიას.
მათიას შლაიდენი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1804[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ჰამბურგი[9] |
გარდ. თარიღი | 23 ივნისი, 1881[10] [1] [2] [3] [4] [6] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი[9] |
დასაფლავებულია | ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო |
მოქალაქეობა | ჰამბურგი |
საქმიანობა | ბიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი, ფილოსოფოსი და ფიზიოლოგი |
მუშაობის ადგილი | ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, რაინ-მაინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დერპტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[9] |
ნათესავ(ებ)ი | Rudolf Schleiden |
როდესაც შლაიდენი იენის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორად მუშაობდა, მან დაწერა ნაშრომი ფიტოგენეზზე (მცენარეთა განვითარებაზე), 1838 წელს, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ მცენარის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილები შედგება უჯრედებისაგან. ამრიგად, შლაიდანი და შვანი აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის უჯრედული თეორიის შექმნაში. ეს თეორია ბიოლოგიისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ატომური თეორია ქიმიისათვის. შლაიდენმა აგრეთვე განჭვრიტა უჯრედის ბირთვის მნიშვნელობა, რომელიც 1831 წელს შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა რობერტ ბრაუნმა აღმოაჩინა[11] და იგრძნო ბირთვის კავშირი უჯრედის გაყოფასთანაც.
შლაიდენი ერთ-ერთი პირველი გერმანელი ბიოლოგი იყო, რომელიც დაეთანხმა ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიას. იგი ითვლება დარვინიზმის ერთ-ერთ წინამორბედად და დამცველად. კონკრეტულ გამოკვლევებში დაუშვა მთელი რიგი შეცდომებიც (წარმოდგენები უსტრუქტურო ნივთიერებიდან უჯრედის ახალწარმოქმნის, მტვრის მილიდან ჩანასახის განვითარების შესახებ). სამაგიეროდ, მან სწორად დაასკვნა, რომ მცენარის ემბრიონი ერთი უჯრედისგან წარმოიშვება. 1863 წელს შლაიდენი გახდა დოპრატის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი.
|HIDE_PARAMETER15=
, |HIDE_PARAMETER13=
, |HIDE_PARAMETER2=
, |HIDE_PARAMETER21=
, |HIDE_PARAMETER8=
, |HIDE_PARAMETER17=
, |HIDE_PARAMETER20=
, |HIDE_PARAMETER5=
, |HIDE_PARAMETER7=
, |HIDE_PARAMETER4=
, |HIDE_PARAMETER22=
, |HIDE_PARAMETER16=
, |HIDE_PARAMETER19=
, |HIDE_PARAMETER18=
, |HIDE_PARAMETER6=
, |HIDE_PARAMETER9=
, |HIDE_PARAMETER10=
, |HIDE_PARAMETER11=
, |HIDE_PARAMETER1=
, |HIDE_PARAMETER23=
, |HIDE_PARAMETER14=
, |HIDE_PARAMETER3=
, და |HIDE_PARAMETER12=
(დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.