From Wikipedia, the free encyclopedia
მადონა ფიამეტას ელეგია — ჯოვანი ბოკაჩოს რომანი. დაწერილია 1343 წელს, გამოქვეყნდა 1472 წელს. ამ რომანით ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ რომანს. ის წარმოადგენს შეყვარებულის მიერ მიტოვებული ქალის აღსარებას. რომანში როლები შებრუნებულია. თავად ბოკაჩო იყო მიტოვებული მარია აქვინელის მიერ. შესაბამისად, რომანი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ მასში ასევე არის ვერგილიუსის „დიდონასა“ და ოვიდიუსის „შეყვარებულების“ გავლენა.
მთხრობელია ქალი ფიამეტა, რომელიც შეყვარებულმა პამფილომ მიატოვა. ფიამეტა მოგვითხრობს საკუთარ თავზე, თუ როგორი მდიდარი და სახელოვანი მშობლებისგან წარმოიშვა, როგორი ლამაზი და მშვენიერი იყო და ბევრი ეძებდა მის სიყვარულს, მაგრამ ჩამოსცილდნენ მას შემდეგ, რაც გათხოვდა შესაფერის ვაჟზე. ბედნიერმა და კმაყოფილმა ფიამეტამ სიზმარში იხილა თავისი უბედურება: მას გველმა უკბინა მარცხენა ძუძუზე. ფიამეტას მწარედ ეტკინა, მაგრამ გველი მიიკრა გულზე და დამალა. გველი გაძღა ფიამეტას სისხლით და მიიმალა ბალახებში.
აღდგომა დღეს ფიამეტამ პირველად იხილა პამფილო და მაშინვე შეუყვარდა. გამდელი მიუხვდება ფიამეტას და ურჩევს, არ დანებდეს გრძნობას, მაგრამ როცა დაინახავს, რომ გვიანაა, თავადაც ხელს უწყობს მას. ვაჟი დაუმეგობრდება ფიამეტას ქმარს და ასე შეძლებს ქალთან დაახლოებას. მათი რომანი ხანგრძლივი არ აღმოჩნდება, პამფილო ეუბნება ფიამეტას, რომ ნეაპოლი უნდა დატოვოს მამის მოთხოვნით. ფიამეტა თხოვს პამფილოს, არ წავიდეს, მაგრამ პამფილო მიდის და დათქმულ დროს უკან არ ბრუნდება. მოდის ცნობა, რომ პამფილომ ცოლი მოიყვანა. ფიამეტა გახდა, მისი სილამაზე დაჭკნა. ქმარეს ეს კუჭის ტკივილის ბრალი ჰგონია და ფიამეტა სამკურნალოდ მიჰყავს, თუმცა უშედეგოდ. პამფილოს წასვლიდან ერთი წლის შემდეგ ფიამეტა იგებს, რომ პამფილოს საყვარელი ჰყოლია და არა ცოლი. ფიამეტას ტანჯვა განუახლდება და თვითმკვლელობას სცდის — სახლის კოშკიდან გადავარდება. ფიამეტას გადაარჩენენ
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.