From Wikipedia, the free encyclopedia
მაგინდანაო (ირ: Perobinsia a Magindanao; ფილ: Lalawigan ng Maguindanao) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში. 2014 წლიდან პროვინციის დედაქალაქია ბულუანი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალურის საბჭოს (Sangguniang Panlalawigan) ძველი კაპიტოლიუმის შენობა სულთან-კუდარათშია განთავსებული. პროვინციის ჩრდილოეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, აღმოსავლეთით — კოტაბატო, სამხრეთით — სულთან-კუდარათი, ხოლო დასავლეთით — ილანის ყურე.
მაგინდანაო | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ბულუანი | ||
შიდა დაყოფა | ამპატუანი (მაგინდანაო), ბარირა, ბულდონი, ბულუანი, დატუ-აბდულაჰ-სანგკი, დატუ-ანგალ-მიდტიმბანგი, დატუ-ბლაჰ-ტ.-სინსუატი, დატუ-ჰოფერ-ამპატუანი, დატუ-ოდინ-სინსუატი, დატუ-პაგლასი, დატუ-პიანგი, დატუ-სალიბო, დატუ-საუდი-ამპატუანი, დატუ-უნსაი, გენერალ-სალიპადა-კ.-პენდატუნი, გინდულუნგანი, კაბუნტალანი, მამასაპანო, მანგუდადატუ, მატანოგი, ჩრდილოეთი კაბუნტალანი, დატუ-მონტავალი, პაგალუნგანი, პაგლატი, პანდაგი (სამხრეთი მაგინდანაო), პარანგი, რაჯა-ბუაიანი, შარიფ-აგვაკი, შარიფ-საიდონა-მუსტაფა, სამხრეთი უპი (მაგინდანაო), სულთან-კუდარათი (ჩრდილოეთი მაგინდანაო), სულთან-მასტურა, სულთან-სა-ბარონგისი, ტალაიანი, ტალიტაი და უპი (ჩრდილოეთი მაგინდანაო) | ||
კოორდინატები | 7°08′00″ ჩ. გ. 124°18′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Bai Mariam Mangudadatu | ||
დაარსდა | 22 ნოემბერი, 1973[1] | ||
ფართობი | 4871.60 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 667 258 (1 მაისი, 2020)[2] | ||
გაუქმდა | 17 სექტემბერი, 2022 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 64 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.maguindanao.gov.ph | ||
| |||
მაგინდანაო კუნძულ მინდანაოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, აღმოსავლეთით — კოტაბატო, სამხრეთით — სულთან-კუდარათი, ხოლო დასავლეთით — ილანის ყურე.
მაგინდანაო 36 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც 508 ბარანგაის მოიცავს. გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაში კოტაბატოც შედიც, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.
პროვინცია ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. 2006 წლის ოქტომბერში პირველი საკონგრესო რაიონი ცალკე პროვინციად, შარიფ-კაბუნსუანად გაიყო, თუმცა 2008 წელს ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის რეგიონულმა საკანონმდებლო ასამბლეის მიერ პროვინციის ჩამოყალიბების შესახებ კანონის ანულირება მოახდინა. ეს ტერიტორია კვლავ მაგინდანაოს პროვინციას შეუერთდა.
2000-იანი წლებიდან პროვინციაში ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნა. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეის მდივანმა, დიკ მალიმ განაცხადა, რომ ახალი მუნიციპალიტეტების შექმნა „ფუნქციებისა და რესურსების დეცენტრალიზაციასა“ და „მოსახლეობისთვის უფრო ეფექტიანი საჯარო მომსახურებისა და მმართველობის უზრუნველყოფას“ შეუწობს ხელს. ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ავტონომიისა და მმართველობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბენედიქტო ბაკანიმ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები და მეთოდები მიზნად ისახავს პოლიტიკურ ოჯახებს შორის პოტენციური კონფლიქტების ჩახშობას, რადგანაც ისინი კონკრეტული ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს მართავენ.[3]
2017 წლის 2 მარტს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატას ყოფილმა დეპუტატმა, ბაი სანდრა სემამ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიc ჩრდილოეთ მაგინდანაოს პროვინციის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც 11 მუნიციპალიტეტისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონში გაერთიანდება. კანონპროექტის მიხედვით შემოთავაზებული დედაქალაქი დატუ-ოდინ-სინსუატი იქნება.[4] სემას მემკვიდრე დეპუტატმა აღნიშნული საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში, თუმცა ახალი პროვინციის სახელად დასავლეთი მინდანაო შეარჩია.
2015 წლის აღწერით მაგინდანაოს მოსახლეობა 1 173 933 ადამიანს შეადგენს. ქალაქ კოტაბატოს ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 1 473 371 ადამიანს უტოლდება. პროვინციის მოსახლეობის 64.5%-ს მაგინდანაონები შეადგენენ. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში ირანუნის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჭარბობენ, ძირითადად პარანგში, ბარირაში, ბულდონსა და მატონგში. ირანუნელები პროვინციის მოსახლეობის 18.4%-ს შეადგენენ. ტედურაის ხალხი, რომლებიც ლუმადების ჯგუფის წარმომადგენლები არიან, პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ მთიანეთებში ბინადრობენ. ისინი პროვინციის მოსახლეობის 8.4%-ს შეადგენენ. მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს სებუანოები და ჰილიგაინონები წარმოადგენენ. ისინი პროვინციის მოსახლეობის 3.2%-ს შეადგენენ.
პროვინციის მოსახლეობის მშობლიური ენა მაგინდანაოსა და ირანუნის ენებია. ახალგაზრდა თაობებში ტაგალური ენა ხდება მოწინავე. სებუანურ, ჰილიგაინონისა და ჩავაკანოს ენებზე როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მოსახლეობა საუბრობს. ჩავაკანოს დიალექტს ქაალქ კოტაბატოში კოტაბატენიოს უწოდებენ. ტედურაის ენაზე ძირითადად უპის, სამხრეთ-უპისა და დატუ-ბლაჰ-სინსუატის მუნიციპალიტეტებში საუბრობენ.[5] ინგლისური ენა მოსახლეობის უმრავლესობას ესმის, ხოლო არაბული ენა ისლამურ სკოლებში ისწავლება.[6]
მაგინდანაოს მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ (მოსახლეობის 82.99%), მათი დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმანია.[7] რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი მოსახლეობა კოტაბატოს არქიეპარქიის, კიდაპავანის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის იურისდიქციის ქვეშაა. მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია.
მაგინდანაო ორი საკანონმდებლო რაიონისგან შედგება, რომელთაც ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. შრიფ-კაბუნსუანის პროვინციის არსებობის მცირე ხნის მანძილზე მაგინდანაო ერთი საკანონმდებლო რაიონისგან შედგებოდა. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მაგინდანაო ავტონომიური რეგიონის რეგიონულ საკანონმდებლო ასამბელაში თითო საკანონმდებლო რაიონიდან 3-3 წარმომადგენელს გზავნის.
1973 წელს პროვინციის დაარსების შემდეგ მთავრობის რეზიდენცია მაგანოის მუნიციპალიტეტში იყო განთავსებული.[8] პროვინციის პირველი გუბერნატორი სიმეონ დატუმანონგი იყო, რომლის ოფისიც ლიმპონგოში,[9] მაგანოის ყოფილ ბარანგაიში (ამჟამად დატუ-ჰოფერ-ამპატუანის მუნიციპალიტეტი) მდებარეობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.