ფრანგი ისტორიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ლუსიენ ფევრი (დ. 22 ივლისი, 1878 — გ. 11 სექტემბერი, 1956) — ფრანგი ისტორიკოსი. იგი ცნობილია თავისი როლით, რომელიც ითამაშა ანალების სკოლის ისტორიის შექმნაში. ის ანატოლ დე მონსისთან ერთად იყო Encyclopédie française-ის მთავარი რედაქტორი.
ლუსიენ ფევრი | |
---|---|
ფრანგ. Lucien Febvre | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1878[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ნანსი[9] |
გარდ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1956 (78 წლის) ან 26 სექტემბერი, 1956[8] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | სენტ-ამური[9] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ისტორიკოსი[8] და პროფესორი[10] |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის კოლეჯი[10] , ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა |
ალმა-მატერი | პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ბურგუნდიის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Henri Brunschwig |
ჯილდოები | საბრძოლო ჯვარი 1914–1918, სამხედრო ჯვარი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[1] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[1] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[1] |
დაიბადა და გაიზარდა ნანსში. მისი მამა იყო ფილოლოგი, რომელმაც ფევრს გააცნო უძველესი თემები და ენები, რამაც გავლენა მოახდინა ფევრის აზროვნებაზე. ოცი წლის ასაკში ის გაემგზავრა პარიზში, რათა ჩაწერილიყო პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. 1899 და 1902 წლების მონაკვეთში იგი ძირითადად სწავლობდა ისტორიასა და გეოგრაფიას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1902) ისწავლა lycée, სადაც მან დაიცვა დისერტაცია ფილიპე II-სა (ესპანეთი) და ფრანშ-კონტეზე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს, ფევრი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახურეობრივი პოსტი და ჯარში წასულიყო, სადაც ოთხი წელი იმსახურა. 1911-1919 წლებში ის იყო ბურგუნდიის უნივერსიტეტის პროფესორი, 1919-1933 წლებში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. ის დაუახლოვდა მარკ ბლოკს და ახლო ურთიერთობა დაამყარეს. ბლოკმა ფევრს თავისი ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებები გააცნო. ფევრმა დიდი როლი ითამაშა მსოფლიო მხედველობის გარდაქმნაში.
1929 წელს ლუსიენ ფევრმა თავის კოლეგასთან და ახლო მეგობართან, მარკ ბლოკთან ერთად გამოაქვეყნა ჟურნალი, Annales d'histoire économique et sociale (ცნობილია, როგორც ანალები).
ლუსიენ ფევრი იყო ენციკლოპედიური განათლების და ინტერესთა ფართო წრის მეცნიერი. მან დაწერა სამეცნიერო შრომები XVI საუკუნის ისტორიის შესახებ: „მარტინ ლუთერის ბედი“ (1928), „ორიგენი და დეპერიე“ (1942), „ჰეპტამერონის შესახებ“ (1944), „ურწმუნოების პრობლემა XVI საუკუნეში, რაბლეს რელიგია“ (1942). მისი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა XVI საუკუნის ხალხთა ფსიქოლოგიის და კულტურის შესახებ. ფევრმა ბევრი იღვაწა ისტორიული შემეცნების ახალი ცნობიერების დასამკვიდრებლად. თავისი შემოქმედება მიუძღვნა „ისტორიისთვის ბრძოლას“, ახალ ისტორიულ მეცნოერებას-მეცნიერებას ადამიანის, მისი მენტალობის შესახებ, აზროვნების, გრძნობათა სტერეოტიპის შესახებ.
ლუსიენ ფევრმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ახალი დისციპლინის „წიგნის ისტორიის“ დამკვიდრებაში. 1950 წლიდან იგი იკვლევდა წიგნის ბეჭდვის გამოგონების მიზეზებს და შედეგებს. მან მოიწვია ახალგაზრდა ბიბლიოგრაფი, ისტორიკოსი ანრი-ჟან მარტენი და მიანდო მას გამოცემის რედაქტირება და დასაბეჭდად გამზადება. ფევრის სიკვდილის შემდეგ (1956) მარტენმა გააგრძელა მუშაობა და 1958 წელს გამოსცა „L’apparition du livre“ („წიგნის დაბადება“).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.