From Wikipedia, the free encyclopedia
„ლუნა-24“ (რუს. «Луна-24», «Е-8-5М №413») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1976 წლის 9 აგვისტოს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის გრუნტის გაბურღვა და დედამიწაზე ჩამოტანა.
1976 წლის 9 აგვისტოს 15:04:12 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-24. 11 აგვისტოს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 13 აგვისტოს სადგური „ლუნა-24“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 18 აგვისტოს რბილად დაჯდა მთვარის ზედაპირზე, კრიზისების ზღვის რაიონში (კოორდინატები 12.75° ჩ. გ. 62.2° ა. გ.). საბურღმა მოწყობილობამ გაბურღა მთვარის ქანები და გრუნტის ნიმუშები ასს-მა 1976 წლის 22 აგვისტოს დედამიწაზე ჩამოიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.