ლოდოვიკო დე ვართემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოდოვიკო დე ვართემა (იტალ. Ludovico de Varthema; დ. 1468, ბოლონია — გ. 1517) — იტალიელი მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, მწერალი.
მოგზაურობა
ექვსი წლის მანძილზე მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში. გამოაქვეყნა მოგზაურობის ანგარიში, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და თანამედროვეებზე დიდი გავლენა მოახდინა. 1503 წელს დამასკოში ჩამავალი ვართემა ჰაჯიზე მიმავალ ქარავანს შეუერთდა და ევროპელთაგან პირველი მოხვდა მედინაში.
იგი 1504 წელს შევიდა ომანის პორტ მასკატში, რომელიც სპარსეთისკენ მიმავალი ძირითადი მარშრუტი იყო. რამდენიმეჯერ სცადა სამარყანდში წასვლა, მაგრამ ყველა ცდა მარცხით დამთავრდა. ვართემას ანგარიში XVI საუკუნის რამდენიმე კარტოგრაფმა გამოიყენა, მათ შორის მარტინ ვალდზეემიულერმა, გერჰარდ მერკატორმა და სებასტიან მიუნსტერმა.
ვართემა ამტკიცებდა, რომ ირანელ ვაჭართან ერთად, რომელიც გაიცნო შირაზში, შრი-ლანკა, მიანმარი და მალაის არქიპელაგი მოიარა. თუმცა ეს ფაქტი ბევრ მეცნიერს საეჭვოდ მიაჩნია.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.