ლელა როდენის ასული ალიბეგაშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
სწრაფი ფაქტები ლელა ალიბეგაშვილი, დაბადების სახელი ...
ლელა ალიბეგაშვილი |
---|
მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი |
დაბადების სახელი |
ლელა ალიბეგაშვილი |
---|
დაბადების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1962 (1962-10-30) (62 წლის) თბილისი |
---|
საქმიანობა |
მსახიობი |
---|
მშობლები |
მამა: მამა - როდენ ალიბეგაშვილი, დედა - ნინო გივიშვილი |
დახურვა
ლელა ალიბეგაშვილი დაიბადა 1962 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში.
მშობლები: ნინო გივიშვილი, როდენ ალიბეგაშვილი.
1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან.
გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.
- ბავშვობიდან: ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ მოგიხდება არჩევანი გააკეთო იმას შორის, რაც გსურს და იმას შორის, რაც გჯერა.
- მძულს კანონი, რომელსაც ჰქვია „სიკვდილით დასჯა“, მიყვარს სიკეთე და ისინი, ვინც ამაზე ფიქრობენ.
- პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“ (ჯეინი) რეჟ. ნანა ხატისკაცი ,
- აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ (მათიკო) დადგმის ხელმძღვანელი – რობერტ სტურუა, რეჟ. ლილი ბურბუთაშვილი
- ვლადიმერ სიხარულიძის „გარეუბნის მარტოსახლი“ ( მაგდა), რეჟ. სიხარულიძე,
- მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (ცვირი)
- ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“ (სარძლო ) რეჟისორები მერაბ სვირავა, ლევან წულაძე
- მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსი“ (ფეფელო), რეჟ. გიზო ჟორდანია),
- 1994: ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიზმარი“ (ლილიენი), რეჟ. რობერტ სტურუა ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე
- პედრო კალდერონ დე ლა ბარკას „ცხოვრება სიზმარია“ ( ესტელია), რეჟ. რობერტ სტურუა
- 1994: „იაკობის სახარება“ (მონაწილე) – რეჟ. რობერტ სტურუა
- 1995: უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ (ლედი მაკდაფი), რეჟ. რობერტ სტურუა
- 1997: ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ( ნია), რეჟ. რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე
- 2001: უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ (ოლივია), რეჟ. რობერტ სტურუა
- 2009: „ვარდნილი სხეულები“ (პრიმო ლევი), რეჟ. ჯონათან ლივაი
- გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკი“ (შპრეხმაისტერი ), რეჟ. ლევან წულაძე
- უილიამ შექსპირის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (ოლივია ), რეჟ. რობერტ სტურუა
- ირაკლი სამსონაძის „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ (მერი), რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე),
- ფელისიენ მარსოს „კვერცხი“ (გორტენზია), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“ (ანა ბე), დამდგმელი რეჟ. – რობერტ სტურუა, რეჟ. გურამ ბრეგაძე, დავით ნიკოლაძე)
- 1994: „სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები“ ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „საშობაო სიზმარი“, რეჟისორი რ. სტურუა
- 1996: გრან-პრი, „ოქროს ნიღაბი“(„მაკბეტი“);
- 1997: პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“;
- 1998: პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.
- 2014: პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („მარია კალასი. გაკვეთილი“
- 2014: თეატრალური პრემია „დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („მარია კალასი. გაკვეთილი“)