ლევან (ჭოლა) წულაძე, (დ. 18 მარტი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რეჟისორი, კინომსახიობი. 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სწრაფი ფაქტები ჭოლა წულაძე, დაბადების სახელი ...
ჭოლა წულაძე |
---|
|
დაბადების სახელი |
ლევან წულაძე |
---|
დაბადების თარიღი |
18 მარტი, 1965 (1965-03-18) (59 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
---|
ეროვნება |
ქართველი |
---|
მოქალაქეობა |
საქართველო |
---|
საქმიანობა |
რეჟისორი |
---|
ჯილდოები |
„ღირსების ორდენი“ (2005); თეატრალური პრემია „დურუჯი“ (2009) |
დახურვა
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. (1992). გადაღებულია ფილმებში:„მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (1985), „ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე“ (2003), „ერთი ლეღვი გზაზე“ (2004), „უსუი“ (2005). დადგმული აქვს სპექტაკლები თეატრალური ინსტიტუტის, მარჯანიშვილის თეატრის, თეატრალური სარდაფის, რუსთაველის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის სცენებზე. მინიჭებული აქვს სანდრო ახმეტელის სახელობისა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემიები (2005), ღირსების ორდენი (2005), თეატრალური პრემია „დურუჯი“, (2009).
თეატრალური ინსტიტუტი
- ჭოლა ლომთათიძე „თეთრი ღამე“
- ედუარდო დე ფილიპო „აჩრდილები“
- აკილა კამპანილე „პიეროს სიკვდილი“
- ედუარდო დე ფილიპო „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“
- ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე
- თომას მანი „მარიო და ჯადოქარი“
- ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“
- ბესო ბარათაშვილი „აკუსტიკა“
- ნიკოლოზ გოგოლი „ცხვირი“
- ფრანც კაფკა „მეტამორფოზა“
- პაატა მოისწრაფიშვილი „მელოდია ფლეიტისათვის“
- გოეთე „ფაუსტი“
- ვლადიმერ ნაბოკოვი „ორი ნოველა“
- არტურ შნიცლერი „კაზანოვას დაბრუნება“
- ნინო ბასილია „თაგვი“
- პატრიკ ზიუსკინდი „კაფე როსინი“
- ნინო ბასილია „ლიფტიორი“
- ბერტოლდ ბრეხტი „ბიურგერული ქორწილი“
- კლოდ მანიე „ოსკარი“
თეატრალური სარდაფი ვაკეში
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
- უცნობი „ქვეყანაშია ფერები მუქი“ რუსთაველის თეატრი
- აჩიკო მეფარიძის სოლო კონცერტი, ფილარმონია
- თამუნა ამონაშვილის სოლო კონცერტი, ფილარმონია
- ფრიდონ სულაბერიძის იუბილე, ფილარმონია
- „ცეკვა ზღაპარში“ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
- 2005: სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
- 2005: თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემია
- 2005: ღირსების ორდენი
- 2009: თეატრალური პრემია „დურუჯი“