Remove ads
ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან ურუშაძე (დ. 7 თებერვალი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 21 ოქტომბერი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).[1][2] საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი.[3] 1986 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
ლევან ურუშაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1964 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 2013 (49 წლის) |
გარდ. ადგილი | აღაიანი, შიდა ქართლის მხარე, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მამა | ზურაბ ურუშაძე |
დედა | გურანდა ღვალაძე |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
1986-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი; 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995 წლებში გაზეთის „თავისუფალი საქართველო“ კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო „თავისუფალი საქართველო“-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის „საქართველოს სამრეკლო“ პასუხისმგებელი მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის „ქართული აზრი“ ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის „ადამიანის უფლებები“ რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი.[1]
იგი იყო 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).[3] ლევან ურუშაძე ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში.[4] ლევან ურუშაძე იყო ბიოფიზიკოსის ზურაბ ურუშაძისა და ბოტანიკოსის გურანდა ღვალაძის შვილი.
2005 წლიდან 2013 წლამდე იყო ქართული ვიკიპედიის მონაწილე; პირველი რედაქტირება ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში შეასრულა 2005 წლის 10 ივნისს,[5] ხოლო უკანასკნელი — 2013 წლის 17 სექტემბერს.[6] ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში დაწერილი აქვს 25 სტატია (ორი ანგარიშით) და განხორციელებული აქვს ასობით რედაქტირება.[7][8] იყო ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი პირველი რედაქტორი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.