From Wikipedia, the free encyclopedia
ლედა (ბერძ. Λήδα) — ბერძნულ მითოლოგიაში: სპარტის მეფე ტინდარეს მეუღლე; კლიტემნესტრასა და კასტორის დედა. მისმა სილამაზემ მოხიბლა ზევსი, რომელიც გედად გადაიქცა და შეეუღლა მას; ამ კავშირის შედეგად ლედამ დადო ორი კვერცხი, რომლიდანაც დაიბადნენ ელენე და დიოსკურები.
ლედა | |
---|---|
სქესი: | მდედრობითი[1] |
მამა: | Thestius |
დედა: | Deidamia |
და-ძმა: | ალთაია |
მეუღლე: | Tyndareus[2] [3] |
შვილები: | კლიტემნესტრა, მშვენიერი ელენე[4] , Pollux, Castor, Timandra, Phoebe და დიოსკურები |
გამოსახულებები |
მას შემდეგ, რაც სახელგანთქმული გმირი ტინდარეოსი თავისი სამეფოდან, სპარტადან, გააძევა საკუთარმა ძმამ, იგი შეიფარა ეტოლიის მეფე ფესტიოსმა. და არა მარტო შეიფარა, არამედ თავისი უმშვენიერესი ასული ლედა შერთო ცოლად. ერთხელ ზევსმა თვალი ჰკიდა ლედას, რომელიც მდინარე ევროტასის სანაპიროზე სეირნობდა. მოიხიბლა მისი მშვენებით, თეთრ გედად გარდაისახა და თანაეყო. გავიდა დრო და ლედამ კვერცხი დადო, საიდანაც გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი – კლიტემნესტრა და კასტორი.
გვიანი მითოსის თანახმად, გედადქცეული ზევსის გამოცხადების შემდეგ ლედამ ორი კვერცხი დადო: ერთი კვერცხიდან გამოიჩეკა ელენე, მეორე კვერცხიდან კი – დიოსკურები — კასტორი და პოლიდევკესი.
არსებობს მითოსის სხვა ვერსიაც, რომელიც გვამცნობს, რომ გედადქცეულ ზევსს არწივი დაედევნა. ზევსმა ქალღმერთი ნემესისი დაინახა და მის მკერდს ამოეფარა, თან თანაეყო. მალე ნემესისმა კვერცხი დადო, ხოლო ეს კვერცხი ჰერმესმა ლედას შეუგორა კალთაში. ამ კვერცხიდან კი მშვენიერი ელენე იშვა.
ეს მითოსი ანტიკური თუ გვიანი ხანის ხელოვანთა უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა.
მის სახელს ატარებს პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი ლედა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.