From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-იგერა (ესპ. La Higuera — ლეღვის ხე) — პატარა სოფელი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის ვალიეგრანდეს პროვინციაში. მიეკუთვნება პუკარის მუნიციპალიტეტს.
სოფელი | |
---|---|
ლა-იგერა La Higuera | |
ჩე გევარას მონუმენტი | |
ქვეყანა | ბოლივია |
დეპარტამენტი (ბოლივია)|ბოლივიის დეპარტამენტები| დეპარტამენტი | სანტა-კრუსი |
პროვინცია (ბოლივია)|ბოლივიის პროვინციები| პროვინცია | ვალიეგრანდე |
კოორდინატები | 18°47′00″ ს. გ. 64°13′00″ დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1950 მ |
მოსახლეობა | 119 კაცი (2001) |
სოფელი მდებარეობს ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან 150 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1950 მეტრზე. 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 119 ადამიანია და ძირითადად ადგილობრივი გუარანის ხალხისგან შედგება.
1967 წლის 8 ოქტომბერს, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლივიის არმიამ სოფლის სიახლოვეს, კებრადა-დელ-ჩუროს ღარტაფში შეიპყრო არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერი ჩე გევარა, რითაც აღკვეთა მისი მცდელობა რევოლუციის დაწყებისა მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. ჩე გევარა სოფლის სკოლის შენობაში მოათავსეს, სადაც მეორე დღეს სიკვდილით დასაჯეს. გვამი ვალიეგრანდეში წაიღეს, სადაც საჯაროდ გამოფინეს, შემდეგ კი საიდუმლოდ დამარხეს ასაფრენი ზოლის ქვეშ.
ლა-იგერაში ტურისტები პილიგრიმებივით მოდიან მთელი მსოფლიოდან. იმ ტელეგრაფის ოფისში, საიდანაც პარტიზანებმა საბოლოოდ სცადეს გარესამყაროსთან კავშირის დამყარება, ერთმა ფრანგმა ჰოსტელი გახსნა. სოფლის მაცხოვრებელთა ქოხებში ჩამოკიდებულია რევოლუციონერის სურათი, ბევრი მათგანი კი მის, როგორც „წმინდა ერნესტოს“ წინაშე ლოცულობს და როგორც ამბობენ, ლოცვის შემდეგ სასწაულებიც ხშირია. — Der Spiegel, ოქტომბერი 2007[1]
არეალის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია „ელ ჩეს“ მონუმენტი და სკოლის ყოფილ შენობაში გახსნილი მემორიალი. ლა-იგერა 2004 წელს გახსნილი "Ruta del Che"-ს (ჩე გევარას გზა) გაჩერებაა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.