From Wikipedia, the free encyclopedia
ლაშა შავდათუაშვილი (დ. 31 იანვარი, 1992, კარალეთი, გორის რაიონი) — ქართველი ძიუდოისტი.[1] 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.[2] 2021 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 73 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი გახდა[3].
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 31 იანვარი, 1992 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | გორი, საქართველო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 1.75 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | -73 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ძიუდო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2016 წლის 8 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორთაბრძოლაში მან გასული წლის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი საგი მუკი დაამარცხა.
ებრაელამდე შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა.
2021 წელს გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
არის მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ( 2013 ,რიო დე ჟანეირო, გუნდური; 2021, ბუდაპეშტი, უნგრეთი) , მსოფლიო ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015; გუნდური), ევროპის ჩემპიონი 2012 (ჩელიაბინსკი, გუნდური), 2013 (ბუდაპეშტი, გუნდური), 2016 (ყაზანი, გუნდური), 2017 (ვარშავა, გუნდური) წლებში, საქართველოს ჩემპიონი (2017, 73 კგ) და მსოფლიო თასის მფლობელი 2012 (თბილისი, 66 კგ; პრაღა, 66 კგ; ბუენოს-აირესი, 66 კგ).
2012 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციის მიერ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა . ამავე წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად.
მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018 წელს) და ღირსების ორდენი (2016 წელს).
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
2012 | ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | -66 კგ | |
2012 | ევროპის ჩემპიონატი | ჩელიაბინსკი, რუსეთი | -66 კგ | |
2012 | ევროპის ჩემპიონატი | ჩელიაბინსკი, რუსეთი | -66 კგ | |
2013 | ევროპის ჩემპიონატი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | -66 კგ | |
2013 | ევროპის ჩემპიონატი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | -66 კგ | |
2013 | მსოფლიო ჩემპიონატი | რიო დე ჟანეირო, ბრაზილია | -66 კგ | |
2014 | მსოფლიო ჩემპიონატი | ჩელიაბინსკი, რუსეთი | -73 კგ | |
2015 | ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) | ბაქო, აზერბაიჯანი | -73 კგ | |
2016 | ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები | რიო დე ჟანეირო, ბრაზილია | -73 კგ | |
2016 | ევროპის ჩემპიონატი | ყაზანი, რუსეთი | -73 კგ | |
2016 | ევროპის ჩემპიონატი | ყაზანი, რუსეთი | -73 კგ | |
2017 | ევროპის ჩემპიონატი | ვარშავა, პოლონეთი | -73 კგ | |
2021 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | -73 კგ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.