From Wikipedia, the free encyclopedia
ლამპრეხტსოფენი (გერმ. Lamprechtsofen) — კარსტული მღვიმე ავსტრიაში. სიღრმე 1632 მ. მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმე. სიგრძე 51 კმ. მდებარეობს ლეოგანგის მთებში, ზღვის დონიდან 664 მ სიმაღლეზე.[1] მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა მდინარე. აქვს 4 შესასვლელი. გამომუშავებულია კირქვებში.
ლამპრეხტსოფენი | |
---|---|
Lamprechtsofen | |
ლამპრეხტსოფენი | |
კოორდინატები: 47°31′34″ ჩ. გ. 12°44′21″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია |
ტერიტორიული ერთეული | ზალცბურგის მხარე |
აბსოლუტური სიმაღლე | 1632 მ |
სიგრძე | 5100 მ |
სიღრმე | 1632 მ |
შესასვლელთა რაოდენობა | 4 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
საიტი | lamprechtshoehle.at |
მღვიმე ცნობილია მრავალი საუკუნეების განმავლობაში; ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, მასში ეძებდნენ რაინდ ლამპრეხტის საგანძურს, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობებიდან დიდძალი საშოვრით დაბრუნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, საგანძური მემკვიდრეობით ერგო მის ორ ქალიშვილოს, თუმცა ერთ-ერთმა მოიპარა დის წილი და ოქრო ლამპრეხტის მღვიმეში გადამალა.
1905 წელს მღვიმის სიღრმეში იპოვეს ადამიანის რამდენიმე ჩონჩხი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განძის მაძიებლებს მღვიმის ლაბირინთებში არაერთხელ ერეოდათ გზა, რაც სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იმავე დროს, მღვიმის 600 მეტრიანი მონაკვეთი საჯაროდ გაიხსნა როგორც კომერციული მღვიმე.[1] 1701 წელს ადგილობრივმა მთავრობამ სცადა მღვიმის შესასვლელის ამოქოლვა.
1998 წლის 19 აგვისტოს გუნდმა, პოლონელი სპელეოლოგის ანჯეი ციშევსკის ხელმძღვანელობით დადგინდა კავშირი ლამპრეხტსოფენსა და PL-2-ის მღვიმურ სისტემას შორის.[2]
დღევანდელი მდგომარეობით ლამპრეხტსოფენი მსოფლიოს რიგით მე-5 უღრმესი მღვიმეა, საქართველოში მდებარე ვერიოვკინის მღვიმის (2212 მ), კრუბერის გამოქვაბულის (2197 მ), სარმის მღვიმისა (1830 მ) და თოვლიანი უფსკრულის (1753 მ) შემდეგ. დღეს, ლამპრეხტსოფენის 700 მეტრიანი მონაკვეთი ღიაა მნახველებისთვის.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.