From Wikipedia, the free encyclopedia
„თოვლიანი უფსკრული“ — კარსტული უფსკრული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. შედის ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმურ სისტემაში. მდებარეობს ბზიფის ქედზე, ძინის უღელტეხილის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1960 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაიურული და ცარცული ასაკის სქელშრეებრივ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში. „თოვლიან უფსკრულში“ ერთმანეთს ცვლიან ღრმა შახტები და დამრეცფსკერიანი ვიწრო დერეფნები. უფსკრულის სიღრმეა 1760 მ. შესასვლელების საერთო სიგრძეა დაახლოებით 32 კმ.
თოვლიანი უფსკრული | |
---|---|
კოორდინატები: 43°15′53″ ჩ. გ. 40°43′06″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1960 მ |
სიღრმე | 1760 მ |
მოცულობა | 50-დან 96 ათ. მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1971 წლის 9 აგვისტო |
შესასვლელთა რაოდენობა | 4 |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვები |
დიდ დარბაზშია დიდი მიწისქვეშა თოვლნარი — თოვლიანი კონუსი ყინულიან ბირთვთან ერთად, რომლის სიმაღლე სხვადასხვა დროში პერიოდულად იცვლებოდა 25 მ-იდან მაქსიმალურ შესაძლებელ — 60 მ სიმაღლემდე. უფსკრულში თოვლი და ყინულის ნაფენებია. თოვლისა და ფირნის მოცულობა იცვლებოდა 50-დან 96 ათ. მ³-ის ფარგლებში. ფსკერულ ნაწილში განლაგებულია დიდი მიწისქვეშა დარბაზები. ფირნი და ყინულები დიდ სიღრმეზეა წარმოდგენილი.
ჩასასვლელიდან 350 მ სიღრმეზე ჩნდება ნაკადი, რომლის დებიტი უფსკრულის ბოლოში 0,5 მ³/წმ, ხოლო ტემპერატურა 2°C აღწევს. ჩასასვლელი შახტის ჰაერის ტემპერატურა 0°C, დერეფანში 2°C, უნივერსიტეტის სახელობის დარბაზშია 3,4°C.
თოვლიანი უფსკრული აღმოაჩინეს 1971 წლის 9 აგვისტოს. 1971–72 წლებში გამოკვლეული იყო 720 მ სიღრმემდე. 1977–81 წლებში განხორციელებული ექსპედიციის შედეგად დადგინდა ახალი სიღრმე — 1335 მ. 1983 წელს გამოირკვა ახალი მისასვლელები და შეუერთდა მეჟენის მღვიმეს.
სისტემის ჯამურმა სიღრმემ 1370 მ შეადგინა. 2005–07 წლებში ჩატარებული სამი ექსპედიციის შედეგად, შეუერთდა ილუზიის მღვიმეს. ჯამურმა ამპლიტუდამ შეადგინა 1753 მ. 2008 წლის დეკემბრის ექსპედიციის შედეგად, ფსკერულ ნაწილში აღმოჩნდა შესასვლელი და მოროზოვის ტბა, რის გამოც მღვიმის სიგრძემ 750 მ შეადგინა. 2011 წლის იანვარში განხორციელდა ჩაშვება მოროზოვის ტბაში, რის შედეგადაც მღვიმის სიღრმემ 1760 მ შეადგინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.