ლაგოდეხი

ქალაქი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

ლაგოდეხი

ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 5918 (2014 წ.).[3] მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ლაგოდეხი
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა  საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°49′25″ ჩ. გ. 46°16′20″ ა. გ.
პირველი ხსენება მე-8 საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ცენტრის სიმაღლე 435 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 5 918 (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,6 %
რუსები 5,1 %
სომხები 4,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 354[1]
საფოსტო ინდექსი 2700[2]
ოფიციალური საიტი https://lagodekhi.gov.ge/
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

ტოპონიმი

ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. მოსე ჯანაშვილის აზრით სახელწოდება მომდინარეობს ლაკვა-დან, რაც ნიშნავს წყარო-ორმოს, წყალსაგუბარს, ჯურღმულს, რომელშიც იჟონება წყალი. სახელწოდება მსგავსია ლათინური lacus (ტბა) და lacustris (პატარა ტბა)-ისა.[4]

ისტორია

ლაკუასტის ხევი პირველად იხსენიება VIII ს-ში, როდესაც ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხესიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. სოფელი ლაგოდეხი შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან გახდა ლაგოდეხის რაიონის ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5918 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1915[5]368----
1989[6] 8968----
2002[6] 6875----
2014[3] 591827523166
დახურვა

ფოტოგალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.