From Wikipedia, the free encyclopedia
კუმამოტოს პრეფექტურა (იაპ. 熊本県,) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე.[1] კუმამოტოს პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 748 134 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 6 409 კვადრატული კილომეტრის ფართობი. კუმამოტოს პრეფრქტურას ესაზღვრება: ფუკუოკას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ოიტას პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაზაკის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და კაგოშიმას პრეფექტურა - სამხრეთით. კუმამოტო არის კუმამოტოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, დიდ ქალაქებს შორისაა: იაცუშირო, ამაკუსა და ტამანა.[2] კუმამოტოს პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ცენტრში, არიაკის ზღვის სანაპიროზე, ნაგასაკის პრეფექტურის მოპირდაპირედ, მისი მთავარი ტერიტორიიდან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაით გამოყოფილია ამაკუსას არქიპელაგი. კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს ასოს მთა, ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი იაპონიაში და ყველაზე დიდი მსოფლიოში, რომლის მწვერვალიც ზღვის დონიდან 1,592 მეტრია.
კუმამოტოს პრეფექტურა 熊本県 | |
---|---|
კუმამოტოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კიუსიუ |
კუნძული | კიუსიუ |
კოორდინატები | 32°43′ ჩ. გ. 130°40′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | კუმამოტო |
ISO 3166-2:JP | JP-43 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 7 409.48 კმ² (15) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 748 134 ად. (23) |
სიმჭიდროვე | 249 ად./კმ² |
რაიონი | 9 |
მუნიციპალიტეტი | 45 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Cinnamomum camphora |
ყვავილი | Gentiana scabra var. buergeri |
ფრინველები | Alauda arvensis |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | იკუო კაბაშიმა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ისტორიულად, ამ ტერიტორიას უწოდებდნენ ჰიგოს პროვინციას ; მეიძის რესტავრაციის შედეგად პროვინციას ეწოდა კუმამოტო.[3] პრეფექტურების შექმნა ფეოდალური სისტემის გაუქმების ნაწილს წარმოადგენდა. კუმამოტოს ამჟამინდელი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,დათვის ფესვს", ან ,,დათვის წარმოშობას".
კუამოტოს პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ცენტრში, იაპონიის ოთხი ძირითადი კუნძულიდან ყველაზე სამხრეთით. მას ესაზღვრება არიაკის შიდა ზღვა და ამაკუსას არქიპელაგი დასავლეთით, ფუკუოკას პრეფექტურა და ოიტას პრეფექტურა ჩრდილოეთით, მიაზაკის პრეფექტურა აღმოსავლეთით და კაგოშიმას პრეფექტურა სამხრეთით.
ასოს მთა (1,592 მ ), ვრცელი მოქმედი ვულკანია, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურის აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ვულკანი მდებარეობს ასოს კალდერას ცენტრში.
2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 21% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომელთა შორისაა: ასო კუჯის და უნზენ-ამაკუსას ეროვნული პარკები; კიუსუ ჩუო სანჩისა და იაბა-ჰიტა-ჰიკოსანის კვაზი-ეროვნული პარკები; და აშიკიტა კაიგანი, იცუკი გოკანოშო, კინპიზანი, მისუმი-ოანო უმიბე, ოკუკუმა, შათაისანი და იაბე შოენის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები.[4]
კუმამოტოს პრეფექტურაში თოთხმეტი ქალაქი მდებარეობს:
სოფლები და მცირე ქალაქები რაიონების მიხედვით:
რეიჰოკუ
აშიკიტა
ცუნაგი
მინამიასო
მინამიოგუნი
ნიშიჰარა
ოგუნი
თაკამორი
უბუიამა
კაშიმა
კოსა
მაშიკი
მიფუნე
იამატო
კიკუიო
ოზუ
ასაგირი
იცუკი
კუმა
მიზუკამი
ნიშიკი
საგარა
ტარაგი
იამაე
იუნომა
მისატო
გიოკუტიო
ნაგასუ
ნაგომი
ნანკანი
ჰიკავა
2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 748 134 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 236 ადამიანია კვადრატული კილომეტრზე. კუმამოტოს პრეფექტურა მოსახლეობის მიხედვით იაპონიაში 23-ე ადგილზეა.
პრეფექტურაში არის ჰონდას მოტოციკლის ქარხანა.
ასოს მთა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი ვულკანია.
კუმამოტოს ციხე
სუიზენჯის პარკი
ცაიუნის ხიდი, იაპონიის ყველაზე დიდი ქვის წყალსადენი იამატოში მდებარეობს.
პრეფექტურას აქვს თილისმა სახელად ,, კუმამონი ", შავი დათვი წითელი ლოყებით, რომელიც შეიქმნა რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მას შემდეგ, რაც კიუშუ შინკანსენის ხაზი გაიხსნა.[5][6]
კუმამოტოს უნივერსიტეტი
კუმამოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტი
კუამოტო გაკუენის უნივერსიტეტი
კიუსიუს საექთნო და სოციალური კეთილდღეობის უნივერსიტეტი
კიუსიუს ლუთერანული კოლეჯი
კუამოტო ჯანმრთელობის მეცნიერება
შოკეი გაკუინის უნივერსიტეტი
სოჯოს უნივერსიტეტი
ჰეისეის მუსიკალური კოლეჯი
კიუშუ შინკანსენი
კაგოშიმას ხაზი
ჰოჰი ლაინი
ჰისაცუეს ხაზი
მისუმის ხაზი
კუამოტო ელექტრო რკინიგზა
კუმაგავას რკინიგზა
სამხრეთის ასოს რკინიგზა
ჰისაცუს ნარინჯისფერი რკინიგზა
მარშრუტი 3
მარშრუტი 57
მარშრუტი 208 (კუმამოტო- ტამანა- არაო- ომუტა)
მარშრუტი 212
მარშრუტი 218 (კუმამოტო - ტაკაჩიჰო - ნობეოკა )
მარშრუტი 219
მარშრუტი 265
მარშრუტი 266
მარშრუტი 267 (ჰიტოიში- ისა- საცუმა- საცუმასენდაი)
მარშრუტი 268
მარშრუტი 324
მარშრუტი 325 (იამაგა- მინამიასო- ტაკამორი- ტაკაჩიჰო)
მარშრუტი 387
მარშრუტი 388 (საიკი- ნობეოკა- უნომაე)
მარშრუტი 389
მარშრუტი 442
მარშრუტი 443
მარშრუტი 445
მარშრუტი 501 (ომუტა- არაო- უდო)
მარშრუტი 503
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.