Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ასო (იაპონ. 阿蘇山) — მოქმედი სუპერვულკანი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე. სიმაღლე 1592 მ. ამოფრქვევათა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ცნობილია 70-მდე ამოფრქვევა. წარმოადგენს დიდ დამრეც ლავურ კონუსს ვრცელი ვულკანური კრატერით, რომლის შიგნით რამდენიმე ახალგაზრდა ვულკანური კონუსია აღმართული. კრატერში დასახლებული პუნქტები და სასოფლო-სამეურნეო მინდვრებია. ვულკანს გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კალდერა, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ 25 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან-დასავლეთისაკენ 18 კმ-ზე.[1] ვულკანი ასო მოქცეულია ასო-კუჯუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ასოს ცენტრალური ჯგუფის კონუსი შედგება 5 პიკისაგან. ჩრდილოეთი კრატერი აქტიური იყო 70 წლის მანძილზე — 1974, 1979, 1984-1985, 1989-1991,[1] 2009 და 2011 წლებში. არის გეოთერმული წყაროები. კრატერი გადაკვეთილია გზებითა და რკინიგზის ხაზით. განვითარებულია ტურიზმი.
ასო | |
---|---|
კოორდინატები: 32°53′04″ ჩ. გ. 131°06′14″ ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 1592 მ |
ტიპი | სუპერვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2011 (გრძელდება) |
ასო ვიქსიკონში | |
ასო ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.