From Wikipedia, the free encyclopedia
კრიზისების ზღვა[1] (ლათ. Mare Crisium) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, სიმშვიდის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის აუზი ჩამოყალიბდა 4.55-დან 3.85 მილიარდი წლის წინ. ზღვის დიამეტრი 555.92 კმ[2], ფართობი 137000 კმ². მას აქვს ძალიან ბრტყელი ფსკერი, რომელიც გარშემორტყმულია სერების წრით. ზღვის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 16.18° ჩ. გ. 59.10° ა. გ.[2]. სამხრეთით არის ზღვის ლავაში ნაწილობრივ ჩაფლული კრატერები[3].
კრიზისების ზღვა | |
Mare Crisium | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 555.92 კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
16.18° ჩ. გ. 59.10° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
კრიზისების ზღვა ვიკისაწყობში |
ზღვაში რამდენიმე კრატერია: პიკარდი, პირსი, სვიფტი, იერკესი და ა.შ.
ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე არის კლეომედესის კრატერი.
კრიზისის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის გველების ზღვა[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.