კრეოლური ენა (ლათ. criare "შექმნა") — ენა, რომელიც წარმოიშობა მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ენობრივი სისტემის არასრულყოფილი სახით გამოყენების შედეგად მიღებული ტრანსფორმაციებისგან. ამ ტრანსფორმაციებზე გავლენს ახდენს მოცემული საზოგადოების წევრების ადგილობრივი მშობლიური ენა. ამგვარი ენა ვითარდება ძირითადად შერეული წარმოშობის საზოგადობებში, თანდათან მშობლიური ხდება მისთვის და ზოგიერთი დამოუკიდებელ ენადაც ყალიბდება. კრეოლური ენების უმეტესობა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კოლონიზაციის შედეგად წარმოიშვა XV-XX საუკუნეებში. თანამედროვე კრეოლური ენების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამოსავალ ენასთან კავშირს. ბევრი კრეოლური ენა გადაშენების პირასაა (მაგ. აზიის პორტუგალიურ-კრეოლური ენები), ზოგიერთი მათგანი უკვე გამქრალია, ზოგი კი ამოსავალ ენასთან დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც დეკრეოლიზაციის პროცესი ეწოდება.

Thumb
სვლის შენელების საგზაო ნიშანი, შესრულებული გვადალუპეს კრეოლზე

სახელწოდების ისტორია

ტერმინი კრეოლური მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან créole, ესპანური criollo, პორტაუგალიური crioulo-საგან. ყველა ეს სიტყვა კი დასაბამს პოულობს ლათინურ სიტყვაში creare "წარმოქმნა, შექმნა". ტერმინი წარმოიშვა XVI საუკუნეში ევროპელების მიერ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში კოლონიების შექმნის შედეგად.

თავდაპირველად "კრეოლს" უწოდებდნენ კოლონიაში დაბადებულ ადამიანებს, განსხვავებით უფრო მაღალი კლასის - ევროპაში დაბადებული იმიგრანტებისგან. "კრეოლური ენა" კი კრეოლთა სალაპარაკო ენას ერქვა.

კრეოლური ენის განვითარება

პიჯინისგან განსხვავებით კრეოლური ენა არის ცალკე ენა, რომელსაც გააჩნია თავისი გრამატიკა და ლექსიკა და რომელიც მოცემული საზოგადოების მშობლიურ ენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრეოლური ენის ლექსიკა თითქმის მთლიანად ნასესხები სიტყვებისგან არის შექმნილი, ამოსავალი ენის წარმომადგენლისთვის მაინც რთულია მისი გაგება. ნასესხები სიტყვები განიცდიან გარკვეულ მოდიფიკაციებს (ფონეტიკურს, სემანტიკურს და ა.შ), რაც კრეოლურ ენას თავისთავადობას სძენს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა იმის შესახებ, რომ კრეოლური ენები კარგად განვითარებული პიჯინებია, არსებობს გარკვეული სოციო-ეთნიკური და ლინგვისტური განსხვავებები პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესებს შორის. თუმცა ის ფაქტი რომ მათ შორის არსებობს ბევრი საერთო ნიშანი და მსგავსება, მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავება პიჯინსა და კრეოლურ ენას შორის არ არის მყარი და მათი გამომწვევი მოვლენები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

სოციალური პირობები

  • კრეოლიზაცია ხდება მრავალენობრივ საზოგადოებაში (ანუ იქ,სადაც არანაკლებ ორი ენა თანაარსებობს).
  • არსებობს უმცირესობაში მყოფი ეკონომიკურად დომინანტი სოციალური ჯგუფი, რაც ძირითადად ხდება მონობის პირობებში.
  • სუპერსტრატის ენა ძნელად მისაწვდომია სუბსტრატის ენათა წარმომადგენლებისთვის.
  • სუბსტრატის ენაზე მოსაუბრეთა შორის კომუნიკაცია სუსტდება ამ ენაზე მოსაუბრე თაობათა შემცირების გამო.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.