From Wikipedia, the free encyclopedia
კრასნაია-პოლიანა (რუს. Кра́сная Поля́на, სიტყვა-სიტყვით „წითელი ველობი“; აფხ. Гәбаадәы, ადიღ. Ӏаткъуадж) — დაბა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მოქცეულია ქალაქ სოჭის მუნიციპალური წარმონაქმნის ადლერის რაიონში. გაშენებულია დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე. ამ ადგილს ტურისტული მნიშვნელობა აქვს, დაბის სიახლოვეს ჩამოედინება მდინარე მზიმთა, ხოლო აქედან 39 კილომეტრში მდებარეობს შავი ზღვა და ადლერის სანაპიროები. არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. ტერიტორიის ნაწილი მოქცეულის კავკასიის ნარკძალის შემადგენლობაში.
დაბა | |
---|---|
კრასნაია-პოლიანა | |
ქვეყანა | რუსეთი |
ფედერაციის სუბიექტი | კრასნოდარის მხარე |
მუნიციპალური წარმონაქმნი | სოჭი |
[[რაიონი]] | ადლერის რაიონი |
კოორდინატები | 43°40′43″ ჩ. გ. 40°12′19″ ა. გ. |
დაარსდა | 1869 |
ცენტრის სიმაღლე | 533 მეტრი |
მოსახლეობა | 9 165 (2023)[1] |
სატელეფონო კოდი | 8622 |
საფოსტო ინდექსი | 422370 |
ოფიციალური საიტი | http://kraspol.ru |
კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, თოვლიანი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა 1 °C) და თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 22 °C). წელიწადში მოდის 1800 მმ ნალექი. კლიმატთან ერთად, კრასნაია-პოლიანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი, რომელიც შემადგენლობით ანალოგიურია „ბორჯომის“, „ესენტუკისა“ და „ნაზრანისა“.
არის რუსეთის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ცენტრი (საბაგირო გზები, მრავალი სათხილამურო ტრასა). 2007 წლიდან დაიწყო სპორტული ნაგებობების ინტენსიური მშენებლობები. 2014 წელს აქ გაიმართა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების რამდენიმე შეჯიბრება.
დაბის მიდამოებში აღმოჩენილია პრეისტორიული დოლმენები. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ აფხაზური ტომები (ჯიქები). კრასნაია-პოლიანის ძველი სახელები იყო: ატკუაჯი, კბაადე/კბაადა და რომანოვსკი (რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ).
კრასნაია-პოლიანის ტერიტორიაზე მიდიოდა კავკასიის ომი, უკანასკნელი ბრძოლა 1864 წლის 2 ივნისს გაიმართა. ომში ჩრდილოკავკასიელები დამარცხდნენ, რასაც მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში. ამ ადგილებში რუსეთის იმპერიამ რუსი მოსახლეობა ჩაასახლა.
ამ დასახლებულ პუნქტს დაბის სტატუსი მიენიჭა 1950 წელს. 1989 წლის აღწერით, აქ სახლობდა 3300 ადამიანი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, კრასნაია-პოლიანის მოსახლეობა შეადგენდა 3969 ადამიანს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.