Remove ads

კოტორის ყურე ასევე ბოკა (ჩერნოგორიული:Boka kotorska/Бока которска) — ადრიატიკის სღვის მოღუნული ფორმის ყურე ჩერნოგორიის სამხრეთ-დასავლეთში. ერთ დროს მას ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე ფიორდი ეწოდებოდა, თუმცა სინამდვილეში ის წარმოადგენს რიას რომელიც ორიენის მთიანეთიდან მომავალი მდინარის რეგრესიით წარმოიშვა.

Thumb
კოტორის ყურეს ხედი.

ყურის სიღრმე ზღვიდან კოტორის ნავსადგური დაახლოებით 28 კილომეტრს წარმოადგენს, ხოლო მისი სანაპირო ზოლი წარმოადგენს 107.3 კილომეტრს. ის შეჭრილია დინარის მთიანეთის სიღრმეში. ლოვჩენის და ორიენის მთიანეთებს შორის. ყურის ყველაზე ვიწრო ადგილი სოფელ სტრაიტთან სიგანეში შეადგენს მხოლოდ 340 მეტრს. 2013 წლის შემდეგ ყურეს გადაკვეთა შესაძლებელია ბორნით.

ყურის სანაპიროზე ადამიანები ანტიკური დროიდან ცხოვრობდნენ, დრეისთვის შემორჩენილი შუასაუკუნეების დასახლებები არის: კოტორი, რისანი, ტივატი, პერასტი, პრჩანი და ჰერცეგ-ნოვი. ყურე წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს. კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი 1979 წლიდან წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads