Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მონტენეგროში. მოიცავს ქალაქ კოტორის ძველ ნაწილს, მის თავდაცვით ნაგებობებს და კოტორის უბის მიმდებარე რეგიონს.
კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | მონტენეგრო | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv | |
სია | ||
რეგიონი** | ევროპა | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) | |
ნომერი | 125 | |
გაფართოება | 2003 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 125 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ძველი ქალაქი კოტორი მოიცავს ქალაქის კედლების შიგნით მდებარე კარგად შემონახულ შუა საუკუნეების იერსახეს გამორჩეული ნაგებობებით, მათ შორის წმინდა ტრიფონის საკათედრო ტაძარს (აშენებულია 1166 წ). კოტორი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1979 წლის 15 აპრილის მიწისძვრის შედეგად, რის შემდეგაც იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა, მაგრამ 2003 წლის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული სიიდან ამოიღეს.
კოტორის თავდაცვითი ნაგებობები მოიცავს სამხედრო ნაგებობების სისტემას, რომელიც შუა საუკუნეების ქალაქს იცავდა. ისინი შედგება ქალაქის კედლებისგან ჭიშკრებსა და ბასტიონებთან ერთად, წმინდა იოანეს ციხესიმაგრეს და სხვა დამხმარე ნაგებობებს. ზოგიერთი სტრუქტურა უფრო ძველია და რომაული და ბიზანტიური ეპოქებით თარიღდება, უმეტესობა კი ვენეციელთა მმართველობისასაა აღმართული. ზოგიერთი გვიანდელი სამუშაოები ავსტრიელებს ეკუთვნით.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ერ რეგიონი მოიცავს კოტორის უბის შემოგარენში მდებარე მთებსა და პატარა ქალაქებს, მათ შორის აღსანიშნავია კოტორის დანამატები - რისანი და პერასტი. სიაში შედის ასევე წმინდა გიორგის კუნძული და ღვთისმშობლის კლდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.