კოსმოპოლიტიზმიმსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს. კოსმოპოლიტიზმი სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კოსმოპოლიტიზმს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კოსმოპოლიტიზმის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. მას ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს, როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნული თვითმყოფადობისა და ერი-სახელმწიფოს კონცეფციებს.

Thumb
იმანუელ კანტი - ius cosmopoliticum-ის (კოსმოპოლიტური კანონი) ავტორი.

საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმი განიხილებოდა როგორც პროლეტარულ ინტერნაციონალიზმთან დაპირისპირებული, რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც გავრცელდა იმპერიალიზმის ეპოქაში და გამოხატავს კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის ობიექტურ ტენდენციებს. კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ კამპანია ფართოდ გაიშალა იოსებ სტალინის მმართველობის ბოლო წლებში.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.