From Wikipedia, the free encyclopedia
კლაუდიო მარკიზიო (დ. 19 იანვარი, 1986, ტურინი) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა იტალიურ კლუბ „იუვენტუსში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კლაუდიო მარკიზიო | ||
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | ტურინი, იტალია | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1993–2006 | იუვენტუსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2018 | იუვენტუსი | 294 | (33) |
2007–2008 | → ემპოლი | 26 | (0) |
2018–2019 | ზენიტი | 9 | (2) |
სულ | 329 | (35) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2007–2009 | იტალია 21 წლ. | 14 | (1) |
2009–2017 | იტალია | 55 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ახალგაზრდული კარიერა გაატარა მშობლიური ქალაქის კლუბში. 2007–2008 წლების სეზონში განათხოვრებული იყო „ემპოლიში“. 2012–2013 წლების სეზონიდან არის „იუვენტუსის“ მესამე კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც მარკიზიოს ჰქონდა გარღვევა 2008–2009 წლების სეზონში, მას იტალიური პრესის წარმომადგენლები ხშირად ადარებენ „იუვენტუსის“ ყოფილ იტალიელ ფეხბურთელ მარკო ტარდელის მისი თამაშის სტილის გამო.[1][2][3]
მარკიზიო დაიბადა ტურინში. მისი ოჯახის წევრები იყვნენ „იუვენტუსის“ გულშემატკვირები.[4] მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ სეზონური აბონემენტით და კლაუდიო ესწრებოდა მატჩებს სტადიო დელე ალპიზე. 7 წლის ასაკში გადავიდა „იუვენტუსის“ ბავშვთა გუნდში.[5][6]
2004–2005 და 2005–2006 წლების სეზონში ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა ხოლმე მას მთავარ გუნდთან ერთად და გადაეცა ნომერი.
2007 წლის 25 ივლისს მარკიზიო გაანათხოვრეს „ემპოლიში“ მის კარგ მეგობარ სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად, რათა მიეღოთ სათამაშო პრაქტიკა.[7] მისი დებიუტი სერია A-ში შედგა 26 სექტემბერს „ფიორენტინასთან“ მატჩში. ევროტასებზე დებიუტი ჰქონდა უეფა-ს თასზე „ციურიხთან“ მატჩში. მას გოლი არ გაუტანია „ემპოლის“ შემადგენლობაში. კლუბი გავარდა ჩემპიონატიდან და კლაუდიო რანიერიმ ის დააბრუნა „იუვენტუსში“.
2018 წლის 17 აგვისტოს კლაუდიო მარკიზიომ იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მარკიზიო იუვენტუსის რიგებში 25 წელი ირიცხებოდა. მან 294-ჯერ მოირგო იუვენტუსის მაისური და 33 გოლის გატანა მოახერხა.
2019 წლის 3 სექტემბერს კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
მოცემულია 2016 წლის, 17 აპრილის მდგომარეობით.
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროპა | სხვა | სულ | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სერია | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
იუვენტუსი | 2005–06 | სერია A | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | — | 0 | 0 | |
2006–07 | სერია B | 25 | 0 | 1 | 0 | — | — | 26 | 0 | |||
2008–09 | სერია A | 24 | 3 | 2 | 0 | 6 | 0 | — | 32 | 3 | ||
2009–10 | 28 | 3 | 0 | 0 | 7 | 0 | — | 35 | 3 | |||
2010–11 | 32 | 4 | 1 | 0 | 8 | 0 | — | 41 | 4 | |||
2011–12 | 36 | 9 | 3 | 1 | — | — | 39 | 10 | ||||
2012–13 | 29 | 6 | 2 | 0 | 8 | 2 | 1 | 0 | 40 | 8 | ||
2013–14 | 29 | 4 | 2 | 0 | 11 | 0 | 1 | 0 | 43 | 4 | ||
2014–15 | 35 | 3 | 4 | 0 | 12 | 0 | 1 | 0 | 52 | 3 | ||
2015–16 | 23 | 0 | 3 | 0 | 5 | 0 | 1 | 0 | 32 | 0 | ||
სულ | 261 | 32 | 18 | 1 | 57 | 2 | 4 | 0 | 340 | 35 | ||
ემპოლი (იჯარით) | 2007–08 | სერია A | 26 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | — | 29 | 0 | |
სულ კარიერაში | 287 | 32 | 19 | 1 | 59 | 2 | 4 | 0 | 369 | 35 | ||
1 აქვე იგულისხმება იტალიის სუპერთასის მატჩებიც. [8]
იტალიის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2009 | 2 | 0 |
2010 | 7 | 0 |
2011 | 9 | 1 |
2012 | 13 | 0 |
2013 | 10 | 1 |
2014 | 10 | 2 |
2015 | 3 | 1 |
სულ | 54 | 5 |
მოცემულია 2015 წლის, 17 ნოემბრის მდგომარეობით.
# | თარიღი | ადგილი | მეტოქე | გოლი | შედეგი | გათამაშება |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 7 ოქტომბერი 2011 | ცრვენა ზვეზდას სტადიონი, ბელგრადი, სერბეთი | სერბეთი | 1–0 | 1–1 | ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი |
2 | 11 ივნისი 2013 | ვასკო და გამას სტადიონი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია | ჰაიტი | 2–0 | 2–2 | ამხანაგური |
3. | 4 ივნისი 2014 | რენატო კურის სტადიონი, პერუჯა, იტალია | ლუქსემბურგი | 1–0 | 1–1 | ამხანაგური |
4. | 14 ივნისი 2014 | არენა ამაზონია, მანაუსი, ბრაზილია | ინგლისი | 1–0 | 2–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 |
5. | 17 ნოემბერი 2015 | რენატო დალ არას სტადიონი, ბოლონია | რუმინეთი | 1–1 | 2–2 | ამხანაგური |
იუვენტუსი
ინდივიდუალური
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.