კლასიკი (სნუკერი)

From Wikipedia, the free encyclopedia

კლასიკისნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

შეიქმნა სახელწოდებით „Wilsons Classic“ 1980 წელს. სპონსორის ცვლილების გამო 1982 წელს სახელწოდება შეეცვალა „Lada Classic-ზე“. ორი წლის შემდეგ შევიდა რეიტინგული ტურნირების სიაში. 1984/85 წლების სეზონზე ტურნირის სპონსორი გახდა „Mercantile Credit“. ტურნირი იმართებოდა 1992 წლამდე.

ტურნირში ექვსჯერ გაიმარჯვა სტივ დევისმა, ორჯერ — ჯიმი უაიტმა.

მნიშვნელოვანი მოვლენები ტურნირზე

  • 1982 წელს სტივ დევისმა ჯონ სპენსერთან მატჩში გააკეთა პირველი სატელევიზიო მაქსიმალური ბრეიკი. მისგან იწყება ყველა ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკის ათვლა.
  • 1983 წელს ბილ ვერბენიუკი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რეიტინგული ტურნირის თავის ერთადერთ ფინალში გავიდა.
  • 1984 წელს ფინალშჲ — სტივ დეივისი ტონი მეოს წინააღმდეგ — საქმე მივიდა გადამწყვეტ ფრეიმამდე, როცა ანგარიში იყო 8:8. ტონის გამარჯვებისთვის მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელი ფერადი ბურთულის ჩაგდება სჭირდებოდა, მაგრამ მისი დარტყმის მომენტში ვიღაცამ დაიყვირა: „წინ, ტონი!“. მან ააცილა. სტივმა აიღო ფრეიმი და მატჩი, მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს მან მოითხოვა, გულშემატკივართათვის ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.
  • 1985 წელს უილი თორნმა დაამარცხა კლიფ თორბერნი და მოიგო პირველი რეიტინგული ტურნირი.
  • 1986 წელს თავისი პირველი რეიტინგული გამარჯვება აღნიშნა ჯიმი უაიტმა.
  • 1989 წელს 47 წლის ასაკში დუგ მაუნტჯოიმ მოიპოვა თავისი მეორე რეიტინგული ტიტული.

გამარჯვებულები

მეტი ინფორმაცია წელი, ჩემპიონი ...
წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
„Wilsons Classic“ (არარეიტინგული)
1980 ინგლისის დროშა ჯონ სპენსერი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 4:3 1979/80
1981 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა დენის ტეილორი 4:1 1980/81
„Lada Classic“ (არარეიტინგული)
1982 უელსის დროშა ტერი გრიფითსი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 9:8 1981/82
1983 ინგლისის დროშა სტივ დეივისი კანადის დროშა ბილ ვერბენიუკი 9:5 1982/83
„Lada Classic“ (რეიტინგული)
1984 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ტონი მეო 9:8 1983/84
„Mercantile Credit Classic“ (რეიტინგული)
1985 ინგლისის დროშა უილი თორნი კანადის დროშა კლიფ თორბერნი 13:8 1984/85
1986 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი კანადის დროშა კლიფ თორბერნი 13:12 1985/86
1987 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 13:12 1986/87
1988 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 13:11 1987/88
1989 უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი უელსის დროშა უეინ ჯონსი 13:11 1988/89
1990 ინგლისის დროშა სტივ ჯეიმსი ავსტრალიის დროშა უორენ კინგი 10:6 1989/90
1991 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:4 1990/91
1992 ინგლისის დროშა სტივ დეივისი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 9:8 1991/92
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.