From Wikipedia, the free encyclopedia
კენდალ ნიკოლი ჯენერი (ინგლ. Kendall Nicole Jenner; დ. 3 ნოემბერი, 1995, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ)[1] — ამერიკელი მოდელი.
კენდალ ჯენერი | |
---|---|
კენდალ ჯენერი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | კენდალ ნიკოლი ჯენერი |
დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1995 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ. |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მოდელი; |
აქტიური | 2007-დღემდე |
სიმაღლე | 179 სმ |
წონა | 54 კგ |
მშობლები |
მამა: კეტლინ ჯენერი დედა: კრის ჯენერი |
ნათესავები | კაილი ჯენერი; კიმ კარდაშიანი; ქლოი კარდაშიანი; კორტნი კარდაშიანი. |
კენდალ ნიკოლი ჯენერი დაიბადა 1995 წლის 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში. არის კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრი. მისი მეორე სახელი-ნიკოლი, კრის ჯენერის მეგობრის, ნიკოლ ბრაუნ სიმფსონის პატივსაცემად დაერქვა, ბრაუნი 1994 წელს მოკლეს[2]. არის კეიტლინ ჯენერისა და კრის ჯენერის შვილი. კენდალი თავის დასთან კაილი ჯენერთან და 8 ნახევარ და-ძმასთან ერთად გაიზარდა.
მისი და კაილი ჯენერი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანია. გარდა ამისა ჰყავს ნახევარდები: კიმი, კლო, კორტნი კარდაშიანები და ძმები. 2007 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა შოუში „კარდაშიანების ოჯახი“. მოდელობა 2009 წელს დაიწყო. კენდალი სწავლობდა Sierra Canyon School-ში[3] . შემდეგ კი სახლში სწავლა განაგრძო, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად. მან სწავლა 2014[4] წელს დაამთავრა.
კენდალ ჯენერმა მოდელობა 14 წლის ასაკში, 2009 წელს დაიწყო, როდესაც კენდალის დედამ, სამოდელო სააგენტოსთან Wilhelmina Models-თან[5] თანამშრომლობა დაიწყო. მისი პირველი სამოდელო სამსახური სამოდელო სახლის „Forever 21“-ისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა იყო. 2011 წლის სექტემბერს, შერი ჰილის სამოდელო სახლის ტანისამოსი წარადგინა Mercedes-Benz[6][7]-ის მოდის კვირეულზე. 2012 წლის ბოლოს, ის იყო ისეთი ჟურნალების გარეკნებზე, როგორიცაა: „American Cheerleader“,[8][9] „Teen Prom“,[10] „Looks“, „Raine“, „GenLux“[11], „Lovecat“[12], და „Flavour Magazine“[13]. 2012 წლის ნოემბერს მან, Victoria Secret-ის ფოტოგრაფთთან-რაშელ ჯეიმსსთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელბა დაიწყო.
ერთ-ერთ პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ მან მოგვიანებით თქვა: - ”მშვენიერი იყო, როდესაც ხალხი არ მიცნობდა. თითქოს ვამბობდი ”მადლობა, გთხოვთ, არ მიცნოთ”.
მას შემდეგ იგი ასევე ნახეს შანელის პოდიუმზე.
კენდალს მის დასთან კაილი ჯენერთან ერთად ტანსაცმლის ქსელი აქვს. კენდალის ნახევარ-დის კიმ კარდაშიანის ცნობით კენდალი 2014 წელს, „US Vogue“-ის გარეკანზეც მოხვდა. ამავე წლის 14 აპრილს, კენდალი ერთ-ერთი ჟურნალის მიერ, დასახელებული იყო, როგორც ერთ-ერთი ადამიანი, 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის, მთელს დედამიწაზე.
forbes magazines-ცნობით, კენდალი 2018 წელს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი მოდელი გახდა.
ჯენერმა თავისი სატელევიზიო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც „Keeping Up with the Kardashians“-ში მონაწილეობა მიიღო. მასთან ერთად, სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ მისი ნახევარ-დები. 2010 წელს კენდალი ბოი-ბენდ „One Call“-ის, მუსიკ ვიდეოში, „Blacklight“-ში გადაიღეს, მსახიობ ეშლი ბენსონთან ერთად.
წარსულში ხვდებოდა მომღერალ ჰარი სტაილზსა და კალათბურთელ ბლეიკ გრიფინს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.