From Wikipedia, the free encyclopedia
კენგურუები (Macropodinae) — ჩანთოსნების ქვეოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 30-160 სმ აღწევს, კუდისა — 30-110 სმ, მასა — 2-70 კგ. ცნობილია კენგურუების 40-მდე სახეობა. გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ტასმანიაზე, ბისმარკის არქიპელაგზე. უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს, ზოგი მეხეურია. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგი ჭიებსა და მწერებს ჭამს. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 30-40 დღე-ღამე გრძელდება. შობენ 1-2 უსუსურ ნაშიერს, რომელთაც დედა 6-8 თვის განმავლობაში ჩანთით ატარებს. პირველ ხანებში ნაშიერი მჭიდროდაა მიმაგრებული დედის ძუძუზე და რძე პერიოდულად ეშხეფება პირში. ტანად დიდი კენგურუები უკვე მოსპეს, პატარები ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება. სარეწაო ობიექტია, იყენებენ ბეწვს და ხორცს.
კენგურუები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Macropodinae | |||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.