Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კეთლინ დოილი „კეთი“ ბეიტსი (ინგლ. Kathy Bates; დ. 28 ივნისი, 1948) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. 1970-1980-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელო როლი მიიღო კინოსა და ტელევიზიაში, ხოლო პოპულარობა შესძინა ენი უილქსის როლმა ფილმში „მიზერი“ (1990), რისთვისაც მიენიჭა „ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ და პრემია „ოქროს გლობუსი“.[1] კინოკარიერაში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე შესრულებული როლები ფილმებში: „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ (1991) და „დოლორეს კლეიბორნი“ (1995). მცირე როლი მიიღო ჯეიმზ კამერონის გახმაურებულ კინოფილმში „ტიტანიკი“. ამ პერიოდში ბეიტსმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც რეჟისორმა, უმეტესწილად სატელევიზიო მიმართულებით.
უფრო ადრე, კერძოდ 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. 1998 წელს ბეიტსმა როლი მიიღო ფილმში „ძირითადი ფერები“, რისთვისაც მიენიჭა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის და ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.
2002 წელს ითამაშა ფილმში „შმიდტის შესახებ (2002)“, რისთვისაც აგრეთვე წარადგინეს ოსკარის პრემიაზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში. ბეიტსის ტელევიზიაში ყოფნამ და მოღვაწეობამ მოუტანა მას 8 ნომინაცია ემის პრემიაზე. 2003 წელს დაუსვეს დიაგნოზი — საკვერცხის კიბო, თუმცა მსახიობმა განაცხადა, რომ იგი მთლიანად გამოჯანმრთელდა.[2]
კეთი ბეიტსი დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ მემფისში, დედამისის – დიასახლისის ბერტი კეთლინისა და მამამისის ინჟინერ-მექანიკოსის – ლენგდონ დოილი ბეიტსის ოჯახში. პაპამისი მამის მხრიდან, პროფესიით ადვოკატი იყო, დიდი დიდი პაპა კი იმიგრანტი ირლანდიიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ენდრუ ჯექსონის კარზე პირად ექიმად მუშაობდა. ბეიტსმა მემფისში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო მოგვიანებით სწავლა განაგრძო სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში, სადაც დახელოვანდა თეატრალური განხრით. 1970 წელს საცხოვრებლად ქალაქ ნიუ-იორკში გადავიდა რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.
აღსანიშნავია ლენფორდ უილსონის პიესაში „მეხუთე ივლისი“ და რობერტ ოლტმენის ფილმში „მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ“ შესრულებული როლები. 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. კინოდებიუტი შედგა 1971 წელს მილოშ ფორმანის კომედიური ჟანრის ფილმში „აწყვეტა“.
1978 წელს დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში „საცდელი დრო“ (მათ ერთად თამაშო მოუწიათ აგრეთვე ფილმში „დიკ ტრეისი“, 1990). ერთბაშად ასრულებდა როლებს როგორც კინოში ასევე ტელევიზიაში. 1990 წელს ბეიტსმა მსახიობ ჯეიმზ კაანთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ოსკაროსან ფილმში „მიზერი“, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე. ბეიტსის მიერ შესრულებული როლი ენი უილქსის სახით იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად წარმატებულიც, რამეთუ ამ როლისთვის ბეიტსმა პირველად მოიპოვა ოსკარის პრემია. 1991 წელს ჯესიკა ტენდისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „შემწვარი მწვანე პომიდვრები“. 1995 წელს ჯენიფერ ჯეისონ ლისთან ერთად ითამაშა ფილმში „დოლორეს კლეიბორნი“, რომელიც ფილმ „მიზერის“ მსგავსად, სტივენ კინგის ნაწარმოებზე იყო გადაღებული. 1990-იან წლებში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „ტიტანიკი“ (1997), „ძირითადი ფერები“ (1998), „დედიკოს ბიჭი“ (1998) და სხვ. ოსკარზე მესამე ნომინაცია ბეიტსმა მიიღო შესრულებული როლისთვის ფილმში „შმიდტის შესახებ“ (2002), სადაც მთავარ როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.
კინოკარიერაში ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული („მიზერი“, 1990, „ძირითადი ფერები“, 1999, „შმიდტის შესახებ“, 2003), რომელთაგან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა („მიზერი“, 1990).
საერთო ჯამში ემის პრემიაზე 8 იყო ნომინირებული. 2011 წელს ითამაშა NBC-ს ტელესერიალში „ჰარის კანონი“, რისთვისაც რიგით 8-ჯერ წარადგინეს ემის ნომინაციაზე.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1971 | ფ | აწყვეტა | Taking Off | ბობო ბეიტსი |
1977–1977 | ს | ექიმები | The Doctors | ფილისი |
1978–1978 | ს | სიყვარულის გემი | The Love Boat | სიყვარულის გემი |
1978 | ფ | საცდელი დრო | Straight Time | სელმა დარინი |
1982 | ფ | მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ | Come Back to the Five and Dime, Jimmy Dean, Jimmy Dean | სტელა |
1983 | ფ | ლამაზი წყვილი | Two of a Kind | ავეჯის გამყიდველის ცოლი |
1984–1984 | ს | ყველა ჩემი ბავშვი | All My Children | ბელი |
1984–1985 | ს | ერთი სიცოხლე, რომ იცოცხლო | One Life to Live | ეველინი |
1986 | ფ | ჯონი ბული | Johnny Bull | კეთრინი |
1986 | ფ | კეგნი და ლეისი | Cagney & Lacey | ბრენდა |
1986 | ფ | მეორე დილას | The Morning After | ქალი მატეო-სტრიტზე |
1986–1987 | ს | სენტ-ელსვერი | St. Elsewhere | პოლი |
1987–1987 | ს | დანიშნული მკვლელობა | Murder Ordained | ბობი |
1987 | ფ | ზაფხულის პაპანაქება | Summer Heat | რუთი |
1987 | ფ | ჩემი საუკეთესო მეგობარი: ვამპირი | My Best Friend Is a Vampire | ჰელენი |
1988 | ფ | ართური 2 | Arthur 2: On the Rocks | კენდი |
1989 | ფ | ჩაინა-ბიჩი | China Beach | ჟანი |
1989 | ფ | სიცოცხლის ნიშნები | Signs of Life | მერი ბეთ ალდერი |
1989 | ფ | მაღალი ფსონები | High Stakes | ჯილი |
1989 | ფ | ლოს-ანჟელესის კანონი | L.A. Law | შარლოტი |
1990 | ფ | მამაკაცები არ მიდიან | Men Don't Leave | ლიზა |
1990 | ფ | დიკ ტრეისი | Dick Tracy | ქალბატონი გრინი |
1990 | ფ | თეთრი სასახლე | White Palace | როზმარი |
1990 | ფ | მიზერი | Misery | ენი უილქსი |
1991 | ფ | ჩრდილები და ბურუსი | Shadows and Fog | მეძავი |
1991 | ფ | თამაში საღვთო ველებში | At Play in the Fields of the Lord | ჰეზელი |
1991 | ფ | შემწვარი მწვანე პომიდორი | Fried Green Tomatoes | ეველინი |
1992 | ფ | გზა მექამდე | The Road to Meccas | ელზა ბარლოუ |
1992 | ფ | კოცნის პრელუდია | Prelude to a Kiss | ლი |
1992 | ფ | მეორე სუნთქვა | Used People | ბიბი |
1993 | ფ | ჩვენი საკუთარი სახლი | A Home of Our Own | ფრანსისი |
1994–1994 | ს | წინააღმდეგობა | The Stand | რაე |
1993–2004 | ს | ამერიკული გამოცდილება | The American Experience | მთხრობელი |
1994 | ფ | ჩრდილოეთი | North | ალასკელის დედა |
1994 | ფ | მშიერი კლასის წყევლა | Curse of the Starving Class | ელა |
1995 | ფ | დოლორეს კლეიბორნი | Dolores Claiborne | დოლორეს კლეიბორნი |
1995 | ფ | ვესტსაიდის ვალსი | The West Side Waltz | მისის გუ |
1995 | ფ | ანგუსი | Angus | მეგი |
1996 | ფ | ეშმაკები | Diabolique | შირლი |
1996 | ფ | ომი სახლში | The War at Home | მაურინი |
1996 | ფ | საბოლოო გადაწევა | The Late Shift | ჰელენი |
1997 | ფ | ზღვით წაღებულები | Swept from the Sea | მის სუოფერი |
1997 | ფ | ტიტანიკი | Titanic | მოლი ბრაუნი |
1998 | ფ | ძირითადი ფერები | Primary Colors | ლიბი |
1998 | ფ | ჯადოქრობის ეფექტი | The Effects of Magic | რაფაელა |
1998 | ფ | დედიკოს ბიჭი | The Waterboy | ჰელენი |
1998 | ფ | სამოქალაქო ოქმი | A Civil Action | მოსამართლე |
1999 | ფ | ენი | Annie | აგათა |
1999 | ფ | მზიდან მესამე პლანეტა | 3rd Rock from the Sun | შარლოტ |
2000 | ფ | ბრუნო | Bruno | დედა |
2000 | ფ | MADtv | MADtv | სტიუარტის ბებია |
2001 | ფ | ვირთხების რბოლა | Rat Race | ციყვი ქალი |
2001 | ფ | ამერიკელი გმირები | American Outlaws | მა ჯეიმსი |
2001 | ფ | მთის მეფე | King of the Hill | პოლიციის ოფიცერი |
2002 | ფ | სიყვარულით, ლაიზა | Love Liza | მერი |
2002 | ფ | ჭრიჭინა | Dragonfly | ბელმონტი |
2002 | ფ | შმიდტის შესახებ | About Schmidt | რობერტა ჰერცელი |
2002 | ფ | უსიტყვო სიყვარული | Unconditional Love | გრეისი |
2003–2005 | ს | ექვსი ფუტი მიწის ქვეშ | Six Feet Under | ბეტინა |
2004 | ფ | 80 დღე დედამიწის გარშემო | Around the World in 80 Days | დედოფალი ვიქტორია |
2004 | ფ | პატარა შავი წიგნაკი | Little Black Book | კიპი |
2004 | ფ | წმინდა მეფის ლიუდოვიკის ხიდი | The Bridge of San Luis Rey | მარკიზა |
2005 | ფ | გოგონა ჰოსპიტალიდან | Ambulance Girl | ჯეინი |
2005 | ფ | დადის ხმები | Rumor Has It... | ჯეინი |
2005 | ფ | სითბოს სათავეები | Warm Springs | ჰელენა |
2006 | ფ | სიყვარული დიდ ქალაქში | Failure to Launch | სიუ |
2006 | ფ | უცნაური ნათესავები | Relative Strangers | აგნესა |
2006 | ფ | ბენევილი | Bonneville | მერჯინი |
2006 | ანფ | შარლოტის ქსელი | Charlotte's Web | ძროხა ბიტსი |
2007 | ფ | ფუტკრების ფილმი | Bee Movie | ჯანეტი |
2007 | ფ | ფრედ კლაუსი სანტას ძმა | Fred Claus | კლაუსის დედა |
2007 | ფ | ოქროს კომპასი | The Golden Compass | ჰესტერი |
2007 | ფ | მე შენ მიყვარხარ | P.S. I Love You | პატრისია |
2007 | ფ | კვლავ შობა | Christmas Is Here Again | მის დოუდი |
2008 | ფ | მონადირეების ოჯახი | The Family That Preys | შარლოტ |
2008 | ფ | დედამიწის გაჩერების დღე | The Day the Earth Stood Still | ექიმი რეჯინა |
2008 | ფ | რევოლუციური გზა | Revolutionary Road | ჰელენ გივინგსი |
2009 | ფ | ძვირფასი | Cheri | შარლოტ |
2009–2009 | ს | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice | გულის დედოფალი |
2009 | ფ | პირადული | Personal Effects | გლორია |
2009 | ფ | უხილავი მხარე | The Blind Side | მის სუი |
2010 | ფ | წმინდა ვალენტინის დღე | Valentine's Day | სუსანა |
2010–2011 | ს | ოფისი | The Office | ჯო |
2011–2012 | ს | ჰარის კანონი | Harry's Law | ჰარიეტი |
2011 | ფ | შუაღამე პარიზში | Midnight in Paris | გერტრუდა |
2011 | ფ | შეგიძლია არ აკოცო პატარძალს | You May Not Kiss the Bride | ბრაიანის დედა |
2011 | ფ | მთავარია არ გეშინოდეს! | A Little Bit of Heaven | ბევერლი |
2011 | ფ | ორნახევარი კაცი | Two and a Half Men | ჩარლი ჰარპერი |
2014 | ფ | ტემი | Tammy | ლენორა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.