Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კაროლინა ვოზნიაცკი (დან. Caroline Wozniacki; დ. 11 ივლისი, 1990, ოდენსე, დანია) — დანიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ვოზნიაცკი მადრიდის მასტერსზე 2015 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | დანია |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | მაიამი, ფლორიდა, აშშ |
დაიბადა |
11 ივლისი, 1990 ოდენსე, დანია |
სიმაღლე | 177 სმ. |
პროფესიონალი | 2005 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი | პიოტრ ვოზნიაცკი (2004–) |
ფულადი პრიზი | 30,880,173 აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | carolinewozniacki.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 602–243 (71.24%) |
ტიტულები კარიერაში | 30 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (11 ოქტომბერი, 2010) |
მიმდინარე რეიტინგი | მე-2 (8 ოქტომბერი, 2018)[1] |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2018) |
საფრანგეთის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2010, 2017) |
უიმბლდონი | 4რ (2009, 2010, 2011, 2014, 2015, 2017) |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (2009, 2014) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (2017) |
ოლიმპიური თამაშები | მეოთხედფინალი (2012) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 36–55 (39.56%) |
ტიტულები კარიერაში | 2 |
უმაღლესი რეიტინგი | 52-ე (14 სექტემბერი, 2009) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (2008) |
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (2010) |
უიმბლდონი | 2რ (2009, 2010) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (2009) |
ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2018. |
ვოზნიაცკის მოგებული აქვს 1 დიდი სლემის ტურნირი – 2018 წელს, მან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი სამ სეტში დაამარცხა[2]. დანიელმა ასევე ერთხელ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი[3]. ჯამში მას WTA-ის 30 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. 2010 წელს, ვოზნიაცკიმ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და გახდა სკანდინავიური ქვეყნებიდან პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნულის მიღწევა შეძლო. ჯამში სხვადასხვა წლებში, იგი 71 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.
ვოზნიაცკი დანიის ქალაქ ოდენსეში პოლონელი ემიგრანტების – პიოტრ ვოზნიაცკის და ანა ვოზნიაცკას ოჯახში დაიბადა. დედა პოლონეთის ხელბურთელთა ნაკრების წევრი იყო, ხოლო მამა პროფესიონალი ფეხბურთელი. წყვილი დანიაში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც პიოტრმა საფეხბურთო კარიერა დანიაში გააგრძელა. კაროლინას ჰყავს უფროსი ძმა – პატრიკი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. კაროლინამ ჩოგბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო. პიოტრი ყოველთვის მისი მთავარი მწვრთნელი იყო.
ვოზნიაცკის ჰობია ხელბურთი, ფეხბურთი, ცურვა, პიანინოზე დაკვრა და სხვა[4]. კაროლინა ინგლისური საფეხბურთო კლუბის – „ლივერპულის“ გულშემატკივარია. იგი კარგად ფლობს დანიურ, პოლონურ და ინგლისურ ენებს. ასევე ესმის რუსული ენაც.
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2009 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | კიმ კლეისტერსი | 5–7, 3–6 |
მარცხი | 2014 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | სერენა უილიამსი | 3–6, 3–6 |
გამარჯვება | 2018 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | სიმონა ჰალეპი | 7–6(7–2), 3–6, 6–4 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2010 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა | ჰარდი | კიმ კლეისტერსი | 3–6, 7–5, 3–6 |
გამარჯვება | 2017 | WTA-ის ფინალი, სინგაპური (1) | ჰარდი (დ) | ვინუს უილიამსი | 6–4, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.