From Wikipedia, the free encyclopedia
კამის წყალსაცავი, პერმის წყალსაცავი (რუს. Камское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, ქალაქ პერმთან, მდინარე კამაზე. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია.[1] წარმოქმნილია კამის ჰიდროკვანძის კაშხლით. შეივსო 1954–1956 წლებში. ფართობი 1915 კმ², მოცულობა 12,2 კმ³, სიგრძე მდინარე კამის კალაპოტის გასწვრივ 272 კმ, უდიდესი სიგანე 30 კმ-მდე, საშუალო სიღრმე 6,3 მეტრი, უდიდესი — 30 მეტრი. წყლის დონე მერყეობს 7 მეტრის ფარგლებში. ყველა ძირითადი შენაკადის — ჩუსოვაია სილვათი, ობვა, ინვა, კოსვა, იაივა, კონდასი, ჩერმოზი — შერთვის ადგილას წარმოქმნილია დიდი ყურეები სიგრძით 50-დან 140 კმ-მდე და სიგანით 10–15 კმ. კამის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკის, წყლის ტრანსპორტის, ხე-ტყის დაცურებისა და წყალმომარაგების ინტერესებისთვის. ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. განვითარებულია თევზჭერა (კაპარჭინა, წერი, ფარგა, ქორჭილა, ნაფოტა). წყალსაცავის ნაპირებზე განლაგებულია ქალაქები: პერმი, დობრიანკა, ჩერმოზი, ბერეზნიკი, უსოლიე, სოლიკამსკი.[2]
კამის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Камское водохранилище | |
კოორდინატები: 58°08′ ჩ. გ. 56°21′ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | პერმის მხარე |
სიგრძე | 272 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ფართობი | 1915 კმ² |
მოცულობა | 12,2 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 30 მ |
საშუალო სიღრმე | 6,3 მ |
მდინარე | კამა |
ჩაედინება | ჩუსოვაია, სილვა, ობვა, ინვა, კოსვა, იაივა, კონდასი, ჩერმოზი |
შევსების წელი | 1954–1956 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.