სოფელი აფხაზეთში, საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
იფნარი[2][3] (აფხ. Аџьрҩара[4] [აჯრჳარა]; ყოფილი სომხურიხეობა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 15 კმ, ბზიფიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
XX საუკუნეში აქ იყო სოფელი „სომხური ხეობა“, რომელსაც 1948 წელს იფნარი ეწოდა.[6] მისი ამოსავალია ხე-მცენარის ქართული სახელწოდება იფანი. 1949 წელს ბზიფის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 5 166 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 5 166 | -- | -- |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.